პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ბრიფინგზე დასმულ კითხვაზე სკოლებში გალობის სწავლებასთან დაკავშირებით ასე პასუხობს:
,,საგალობლების სწავლა სკოლებში ეს არის სწორი და გამართლებული ნაბიჯი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. გავიზარდე ქართულ ტრადიციულ ქრისტიანულ ოჯახში და მაქვს ფასეულობები. ვხელმძღვანელობ ჩემი პრინციპებით. ეს პრინციპი თქვა ყველა დროის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ქართველმა ილია ჭავჭავაძემ: აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავლისო. ქვეყანა და ერი, რომელიც ტრადიციებს და ეროვნულ საგანძურს დაივიწყებს, მომავალი არ ექნება”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ