მთავარი მიმართულებები კულტურა ბზობა – ბაიაობა, უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში

ბზობა – ბაიაობა, უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში

290
0

ბზობა მართლმადიდებლურ სამყაროში ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება აღდგომის წინა კვირას. ტრადიციის მიხედვით, ბზის ტოტები მზის ამოსვლამდე უნდა მოიჭრას. მოჭრილ ტოტებს აკურთხებენ, კურთხევის შემდეგ კი მოსახლეობას იგი სახლებში მიაქვთ.

ქრისტიანულ სამყაროში ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა და დამკვიდრდა. ამ დღეს მართლმადიდებელი ქრისტიანები იესო ქრისტეს იერუსალიმში შესვლას ზეიმობენ.

ბზობა, იგივე ბაიაობა ათთორმეტ ქრისტიანულ დღესასწაულს განეკუთვნება.

იესო ქრისტეს მოსახლეობა დიდი სიხარულით და ზეიმით შეეგება, სიხარულის და პატივისცემის გამოსახატავად კი მას ფეხქვეშ ზოგი პალმის ტოტებს უგებდა, ზოგი თავის ტანსაცმელს. მადიდებლები შეძახილებით შეხვდნენ – ოსანა მაღალთა შინა კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.

ბევრ ქვეყანაში პალმის მაგივრად ბზას იყენებენ, იმ მიზეზით, რომ ბზა ყველაზე ადრე ყვავის და ყველაზე ძვირფას ხედ მიიჩნევა, მათ შორის საქართველოშიც. ქრისტეს დიდებით შესვლას იერუსალიმში, ქართველები ბზობას ვეძახით, რადგან სწორედ ბზის წმინდა და მარადმწვანე ხის ტოტებით ვულოცავთ ერთმანეთს ამ ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს, მას ხატების გვერდით აწყობენ მთელი წლის განმავლობაში და მიიჩნევენ, რომ იგი ოჯახს უბედურებისგან იცავს.

ავტორი: მარია სიჭინავა