მთავარი ახალი ამბები ლექსო ოთარაშვილის წერილი საქართველოს

ლექსო ოთარაშვილის წერილი საქართველოს

878
0

წერილი საქართველოს

ჩემო სამშობლო, მიმდინარეობს ქართველების შეგნებული გენოციდი, ეს იმაზე უარესია ვიდრე რუსეთის მხრიდან ოკუპაცია, რადგან ქართველი ადამიანები თავიანთ მიწა წყალს თვითონ ტოვებენ ხელოვნურად შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ზოგი უცხოეთში გარბის, ზოგიც თბილისში, სანაცვლოდ კი უცხო ტომელები ითვისებენ ქართულ მიწა წყალს რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს თბილისის ათვისებაშიც ტოლი არ უდევთ უცხოელებს (ირანელებს, არაბებს, ინდოელებს, თურქებს და ა.შ) მათთვის კაპიკებია ქართული მიწისა და საკუთრების ფასი, ჩვენ კი ჩვენი ნებით ვთმობთ ღვთისგან ბოძებულ განძს, რომელსაც ჩემის აზრით „კანონიერი ოკუპაცია“ ჰქვია. რომელი უფრო საგანგაშო მდგომარეობაა?! ის როცა რუსი იარაღით და მართულხლართით გართმევს ტერიტორიას?! თუ ის როდესაც შენს მიწასა და სახლს შენი ნებით ტოვებ და სხვაზე უცხო ტომელზე საკუთრების წესით აფორმებ მშვიდად, ეს ისეთ შედეგს მოიტანს. როგორც სამაჩაბლო და კონკრეტულად ცხინვალი სადაც ოსები კანტი კუნტად ცხოვრობდნენ და დღეს მას სამხრეთ ოსეთი დაარქვეს, ეს იმაზე უარესია რაც აფხაზეთში მოხდა, ეს იგივეა რაც აჭარაში ხდება და საქართველოს 99% ასეთ მდგომარეობაშია! გამოფხიზლდი ქართველო! ერი განსაცდელშია! ხელისუფლება კი იმ მოტივით იტყუებს თავს და ატყუებს ხალხს თითქოს ინვესტიცია ჭირდება ქვეყანას! და ყიდის ჩვენს მიწა წყალს ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობების საგანძურს! სინამდვილეში იყიდება “საქართველო მთით და ბარით მინდორ-ველით მდინარეებითა და ტბებით!” და ეს ყველაფერი კანონერად! კანონიერად ვკარგავთ ჩვენს ბოძებულ საგანძურს! მიწას! სამშობლოს! კულტურას! მიწასთან ასწორებენ ერის ზნეობას! ღირსებას! ისტორიას! სიწმინდეს! და ამ ყველაფერს “კანონიერად”, “აღსდეგ საქართველო”!. იმატებს ქართველთა ემიგრაცია კლებულობს შობადობა! სხვა ერის და ტომის ხალხი კი საქართველოში დღითი დღე იზრდება! რაშია გადარჩენის გზა?! ჩვენს ქვეყნას მხოლოდ ღვთის გზა გადაარჩენს!
ქართველო ერო გამოფხიზლდი! შენ ის ერი ხარ, ვისაც 100 000 მოწამე გყავდა და დღეს მათი წამების მიდამოებში კაზინოები და ბორდელებია გახსნილი! შენ ის ერი ხარ შოთა რუსთაველი, რომ უშვა ერს! შენ ის ერი ხარ, რომელმაც დავითი მოავლინა ამ ქვეყანაზე! რომლის გამზირზეც დღეს თურქები ბოგინობენ! შენ ის ერი ხარ რომელმაც სარწმუნოებას არ გადაუხვია და მის დასაცავად სისხლი დასთხია, რომლითაც ჩვენი მიწაა გაჟღენთილი, მაშ ნუ დაივიწყებთ ჩვენი გმირი წინაპრების სისხლით და ოფლით მოტანილ საქართველოს ნუ დათმობთ ჩვენს მიწას “სიხლით მორწყულს ღვთისგან მოწეულს” გამოსავალი სიყვარულშია დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში! ღმერთო შეაყვარე ქართველს ქართველი!
არ გადავშენდებით! ჩვენი კერია არ ჩაქრება! ღმერთო დაიფარე საქართველო! დედაო ღვთისა შენი კალთა გადააფარე ჩვენს ქვეყანას დაიცავი ნიკოფსიიდან დარუბანდამდე! დღეს ჩვენი დროებით დაკარგული ტერიტორიები ( აფხაზეთი, სამაჩაბლო, ტაო-კლარჯეთი, საინგილო… ა.შ) ჩვენი სხეულის ნაწილებია დანაწევრებული, მაგრამ მოდის დრო მისი აღდგენისა, მისი გაერთიანებისა როგორც ლაზარე! დაე იზეიმოს ქართულმა გენმა! დაე ყვაოდეს ქართული ვაზი, პურის თავთავი! დაე იმრავლოთ ქართველებო მრავალჟამიერ! დაე ეშინოდეთ ჩვენს მტრებს! საქართველოს მტრებს! საქართველო არ გადაშენდება! „ყოველ მწუხარებას სიხარული მოსდევს! ყოველ ტკივილს ნუგეში! ყოველს ბნელ ღამეს განთიადი! ყოველ ზამთარს გაზაფხული, ყოველ დაცემას აღდგომა!“ დაე აღდგეს ლაზარესავით 4 დღის მკვდარი საქართველო!

ლექსო ოთარაშვილი
31 მარტი ლაზარეს აღდგინების დღე 2018 წელი