მთავარი ახალი ამბები ისტორიაში პირველად, დედამიწაზე მოხუცების რაოდენობამ ბავშვების რაოდენობას გადააჭარბა

ისტორიაში პირველად, დედამიწაზე მოხუცების რაოდენობამ ბავშვების რაოდენობას გადააჭარბა

900
0

მსოფლიო ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ახლა დედამიწაზე უფრო მეტი მოხუცი ცხოვრობს, ვიდრე ბავშვი. რას ნიშნავს ეს ჩვენი პლანეტისთვის? 

გაეროს მონაცემებით, 2018 წლის ბოლოს 65 წელზე უფროსი ადამიანების ასაკმა 5 წელზე უმცროსი ადამიანების ასაკს გადააჭარბა. ახლა მსოფლიოში 65 წელზე უფრო ხანდაზმული 705 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ხოლო 5 წელზე მცირეწლოვანი ბავშვების რაოდენობა 680 მილიონს არ აღემატება. 

არსებული ტენდენციის გათვალისწინებით, 2050 წლისთვის 5 წელზე მცირეწლოვან ყოველ ბავშვზე 2 ასაკოვანი ადამიანი მოვა. ტრენდი, რასაკვირველია, გამოწვეულია იმით, რომ ქვეყნების უმეტესობაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზარდა, ხოლო შობადობა შემცირდა. 

სტატისტიკა განსაკუთრებით შემაშფოთებელია განვითარებულ ქვეყნებში. იაპონიაში მოსახლეობის 27%-ზე მეტს 65 წელზე ხანდაზმული ადამიანები შეადგენენ, იტალიაში ანალოგიური მაჩვენებელი 23%-ა. 

რაც შეეხება განვითარებად ქვეყნებს, აქ მაღალ შობადობას ბავშვთა მაღალი სიკვდილოანობა აბალანსებს. მაგალითად, ნიგერიაში ყოველი ათასი ბავშვიდან 85 5 წლამდე იღუპება. 

მოსახლეობის დაბერება, პირველ რიგში, მშრომელი ნაწილის შემცირებასა და ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებას ნიშნავს. გასული წლის ნოემბერში საერთშორისო სავალუტო ფონდმა დაასკვნა, რომ იაპონიის მოსახლეობის დაბერების გამო, მომდევნო 40 წელში ქვეყნის ეკონომიკა 25%-ით შემცირდება.