მთავარი ახალი ამბები სენაკში საპატრიარქოს სკოლის მოზარდების შექმნილ შეტყობინების სისტემას სოფელ ფოცხოში დაამონტაჟებენ

სენაკში საპატრიარქოს სკოლის მოზარდების შექმნილ შეტყობინების სისტემას სოფელ ფოცხოში დაამონტაჟებენ

1311
0

სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების მიერ შექმნილ ხელსაწყოს სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოში, მეწყერსაშიშ ზონაში დაამონტაჟებენ. მოზარდების თქმით, ამ ეტაპზე მათ ხელი შეუშალა იმ ფაქტმა, რომ ადგილზე, სადაც უნდა მოხდეს ხელსაწყოს განთავსება, არ არის ელექტროენერგია.

ეს საკითხი მოზარდება სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე მოწერელიასთან შეხვედრაზე დასვეს და მისგან პრობლემის მოგვარების პირობაც მიიღეს. სახელმწიფო რწმუნებული დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებს შეხვდა, სადაც ეკოლოგიის პრობლემებზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

ხელსაწყოს ერთ-ერთი ავტორის, ლიკა კოკაიას განცხადებით, ტერიტორია, სადაც მათ გამოგონებას გამოცდიან, გეოლოგების რჩევით შეარჩიეს, რადგან აქ არაერთხელ დაფიქსირებულა 3-4 ბალიანი მიწისძვრები, რაც მოსახლეობას პრობლემებს უქმნის.

სენაკელი მოზარდების შეტყობინების სისტემა მეწყერსაშიში ზონებისთვის არის, რომელიც აფიქსირებს ნიადაგში წარმოქმნილ ცვლილებებს და ზღვრული ნორმის გადაჭარბების შემთხვევაში სიგნალს აწვდის აპარატურის ცენტრალურ სერვერს. პარარელურად, ამ ინფორმაციის მიღებას ბაზაში დარეგისტრირებული მოსახლეობაც შეძლებს.

სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა-გიმნაზიის ხუთი მოსწავლის გამოგონება 2017 წელს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული გახდა. მოზარდები ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჰიუსტონის კოსმოსურ ცენტრში გაემგზავრნენ, სადაც ერთკვირიან სასწავლო პროგრამას დაესწრნენ.

წყარო:https://www.livepress.ge