მთავარი მიმართულებები დღევანდელობა “თუ დასავლური ცივილიზაცია მოგვწონს, ეს უკანასკნელი ქრისტიანულ საფუძვლებზე დგას.”

“თუ დასავლური ცივილიზაცია მოგვწონს, ეს უკანასკნელი ქრისტიანულ საფუძვლებზე დგას.”

255
0

მწერალი, გურამ მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ტექსტს, რომელსაც მიამბე.ge უცვლელად გთავაზობთ.

“თუ დასავლური ცივილიზაცია მოგვწონს, ეს უკანასკნელი ქრისტიანულ საფუძვლებზე დგას. ათეიზმი არასოდეს ყოფილა ლოკომოტივი, მიუხედავად დიდი ათეისტი მოაზროვნეების არსებობისა.
ის, რომ ევროპის ეკლესიები ცარიელია, არ ნიშნავს, რომ ევროპა ათეისტურია. ამერიკაზე კი სულაც ვიტყოდი, რომ ძალიან იუდეო-ქრისტიანულს აწვება, ზედმეტადაც.
რწმენა არ უშლის ხელს განვითარებას, ფსევდომორწმუნეობა არ ნიშნავს, რომ ესაა სახე რელიგიური ადამიანის.
აი, ათეისტი კაცი კი, თუ ის ძალიან ღრმა ადამიანურ ფასეულობებზე არ დგას, საშიშია, რადგან კრიტიკულ მომენტში, მას არ აქვს მორალური წინაღობა, ე წ. „სუპერეგო“.
ათეიზმი ალბათ იმდენად სახიფათო არაა, როგორც „ღმერთმებრძოლობა“, რომელიც სხვისი ღირებულებების გაბიაბურებას ცდილობს. ეს მაგონებს ხოლმე უპატიოსნო ადამიანს, სხვისი ცხოვრება რომ ტანჯავს, რადგან თავად ვერ დარჩა ისეთად, როგორც ახლა იმ „სხვას“ ხედავს.
„ღმერთმებრძოლი ათეისტი“ და ფანატიკოსი მორწმუნე, თავის აზრს რომ სხვას ჩრის, არ განსხვავდება.”