მთავარი ახალი ამბები „არავინ არ ვითამაშებთ” – ” ჩემი რწმენის გამო ბოდიშს არასოდეს მოვიხდი”

„არავინ არ ვითამაშებთ” – ” ჩემი რწმენის გამო ბოდიშს არასოდეს მოვიხდი”

11313
0

ავსტრალიურ რაგბიში კრიზისი გრძელდება. ისრაელ ფოლაუ სოციალურ ქსელში სექსუალური უმცირესობების მიმართ გაკეთებული განცხადების გამო, მკაცრად დაისაჯა და მის საკითხს უახლოეს დღეებში ტრიბუნალი განიხილავს.

ავსტრალიელ ვარსკვლავს გვერდით პოლინეზიელი თანაგუნდელები დაუდგნენ. „რედსის“ და ავსტრალიის ნაკრების კვაჭი ტანიელა ტუპო ფეისბუქზე განცხადებას ავრცელებს –

„სერიოზულად? შეგიძლიათ მეც და დანარჩენი მოთამაშეებიც, რომლებიც წყნარი ოკეანის კუნძულებიდან ვართ, ფოლაუს გზას გაგვიყენოთ, რადგან ჩვენც ქრისტიანები ვართ. ჩემი რწმენის გამო ბოდიშს არასოდეს მოვიხდი. რელიგიას რაგბისთან არანაირი კავშირი არ აქვს“.

ტუპო, იგივე „ტონგელი თორი“, თანაგუნდელი სამუ კერევის პოსტს გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სააღდგომო მილოცვისთვის ბოდიში მოიხადა.

„ბოდიშს ჩემი რწმენის გამო არ ვიხდი. ღმერთი ჩემს და ბევრი პროფესიონალი მორაგბის ცხოვრებაში მთავარ ადგილზე დგას. დღეს ჩემი სიტყვები სხვა კონტექსტში განიხილეს. შესაბამისად, საჭიროდ ჩავთვალე განმარტება გამეკეთებინა“, – განაცხადა კერევიმ „ინსტაგრამზე“.

წყარო: https://1tv.ge/