მთავარი ახალი ამბები საზოგადოების გაღიზიანება სუხიშვილებზე ზეწოლის გამო. #მხარდაჭერასუხიშვილებს

საზოგადოების გაღიზიანება სუხიშვილებზე ზეწოლის გამო. #მხარდაჭერასუხიშვილებს

16175
0

სუხიშვილები 17 მაისს გამართულ ოჯახის სიწინდის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მიიღებენ მონაწილეობას, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ლგბტ აქტივისტები, უფლებადამცველები და ლიბერალური ორგანიზაციები მოუწოდებენ სუხიშვილებს არ მიიღონ ამ კონცერტში მონაწილეობა, რადგან ის ჰომოფობიურია და “სიძულვილის ენაა”. წინააღდმეგ შემთხვევაში, ისინი მაქსიმალურად ეცდებიან ყველგან მოითხოვონ ანსამბლის დაბლოკვა, მედიაში და ასევე ევროპის სხვა ქვეყნებში.
ლგბტ აქტივისტი ლევან სუთიძე: – “17 მაისს “ოჯახის სიწმიდის დღეზე” ცეკვა სუხიშვილებს ძვირად დაუჯდებათ. სამარცხვინო ჰომოფობიის მხარდაჭერა არ შერჩებათ”.

აღსანიშნავია საზოგადოების გაღიზიანება სუხიშვილებზე ზეწოლის გამო.

17 მაის, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა აღნიშნავს  „ლგბტ“ პირთა დღეს. 17 მაის საქართველოს მოსახლეობა უარყოფითათ ხვდებოდა „ლგბტ“ პირთა მცდელობას ქუჩაში მოეხდინათ თავიანთი ორიენტაციის პროპაგანდა, რაც იწვევდა დაძაბულობასა და აგრესიას.  საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის  ინიციატივით დაწესდა 17 მაისი  ოჯახის დღედ. ეკლესიამ მოუწოდა მართლმადიდებლებს და არა მხოლოდ, რომ ამ დღეს ვინმეს წინააღმდეგ კი არ გამოსულიყვნენ არამედ  აღენიშნათ ოჯახის დღე.  აღსანიშნავია რაც ოჯახის დღე დაწესდა, რამე სერიოზული გართულება ამ დღეს აღარ ყოფილა.