მთავარი ახალი ამბები „ვინც ბილწსიტყვაობთ და მოყვასს განიკითხავთ, დაფიქრდით იქნებ თქვენსავე მტერს ამარჯვებინებთ თქვენზე.“ –...

„ვინც ბილწსიტყვაობთ და მოყვასს განიკითხავთ, დაფიქრდით იქნებ თქვენსავე მტერს ამარჯვებინებთ თქვენზე.“ – მამა ანდრია ჯაღმაიძე

1355
0

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი მამა ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში 17 მაისს დაგეგმილ ღონისძებასთან დაკავშირებულ მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რასაც უცვლელად გთავაზობთ:

„17 მაისს კონცერტში არ მონაწილეთა მიმართ ვხვდები ძალიან აგრესიულ და გაბოროტებულ “სიწმინდის დამცველებს”. მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ ქრისტიანის მთავარი ნიშანი არის სიყვარული. ნუ გადავაქცევთ ერთმანეთის გმობის დღედ ამ ზეიმს. ვინც ბილწსიტყვაობთ და მოყვასს განიკითხავთ, დაფიქრდით იქნებ თქვენსავე მტერს ამარჯვებინებთ თქვენზე. ნაცვლად ლოცვისა თქვენგან წყევლა და გინება თუ ისმის, ეს უკვე დამარცხებაა!“

„ძალიან საწყენია ყოველი სიტყვა, რომელიც ჩვენგან გამომავალი ჩვენვე შეურაცხგვყოფს. ჩვენი არასწორი ქმედების განსაკუთრებული თვალსაჩინოებაა ანსამბლ შვიდკაცას მიმართ აგორებული აგრესია. სადამდე მივედით? პატრიარქის გუნდს ვთელავთ ფეხქვეშ, პატრიარქისვე სიყვარულით? სანამ რამეს დაწერთ ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ თქვენს ნაწერებს პატრიარქს აჩვენებს ვინმე.“