მთავარი ახალი ამბები ,,თავისუფლებასა და ტოლერანტობაზე ისტორიების მოყოლა არავის აძლევს უფლებას მორწმუნეების გრძნობები შეურაცხყოს”

,,თავისუფლებასა და ტოლერანტობაზე ისტორიების მოყოლა არავის აძლევს უფლებას მორწმუნეების გრძნობები შეურაცხყოს”

1024
0

პოლონეთის ერთ-ერთ ქალაქში პოსტერების გამოჩენის შემდეგ, რომელზეც ღვთისმშობელს შარავანდედი ,,ლგბტ” დროშის ფერებში აქვს, 51 წლის ქალი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის დააკავეს.

პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით ქალმა ხატი შეურაცხყო:

,,თავისუფლებასა და ტოლერანტობაზე ისტორიების მოყოლა არავის აძლევს უფლებას მორწმუნეების გრძნობები შეურაცხყოს.” – განაცხადა მინისტრმა.

პოლონეთის პოლიციამ დაკავებისას მის სახლში რამოდენიმე პოსტერი აღმოაჩინა, რომლებზეც ღვთისმშობელს შარავანდედი ,,ლგბტ” დროშის ფერებში აქვს.

პოლონეთის კანონმდებლობით რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ისჯება. იმ შემთხვევაში, თუ დაკავებულს დანაშაული დაუმტკიცდა, მას 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.