მთავარი ახალი ამბები ,,რაც შეიძლება მეტი უნდა იყოს მსხვერპლი, ისინი არად დაგიდევენ სხვათა, მათ შორის...

,,რაც შეიძლება მეტი უნდა იყოს მსხვერპლი, ისინი არად დაგიდევენ სხვათა, მათ შორის მცირეწლოვან ბავშვთა მოსპობას” – ოთარ ჩრდილელი

181
0

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ოთარ ჩრდილელი, სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს, სოციალურ ქსელში ეხმაურება:

,,ტერორიზმს-სქესი, რელიგია და ეროვნება არ გააჩნია, არც კონკრეტულად ერთი ადამიანის ფიზიკური განადგურებაა მათი პრიორიტეტი. პირიქით, რაც შეიძლება მეტი უნდა იყოს მსხვერპლი, ისინი არად დაგიდევენ სხვათა, მათ შორის მცირეწლოვან ბავშვთა მოსპობას.
ეს ისე ცნობისთვის. ახლა რაც შეეხება საოცრად ამაზრზენ დიალოგს, უფრო სწორად მონოლოგს: ვფიქრობ ავთენტურობის დამტკიცების გარეშე, სახელმწიფოს შესაბამისი სამსახური ამ დიალოგს არ გაუშვებდა. ხანგრძლივი აპელირება არაავთენტურობაზე არის ხავსზე მოჭიდება და თავის მოტყუება.

ყოველთვის ვთვლიდი, რომ აღნიშნულ საქმეზე შესაბამის სამსახურებს უფრო მეტი უნდა ესაუბრათ ქვეყნის შიგნით, რადგან ამ საქმეზე მავანნი აწყობდნენ გეგმებს, აანონსებდნენ აქციებს, შეინიშნებოდა ირიბი მუქარა, რომელსაც ზოგჯერ ჯავრიან გულზე-წამოცდენას ვაბრალებდით გულუბრყვილოდ.
თუმცა სპეც-სამსახურებისიც მესმის: არის მთელი რიგი საკითხების, რომლებიც სენსიტიურია. თუმც მაინც მიმაჩნია, რომ აქ საქმე არ გვაქვს იმ შემთხვევასთან, როცა თქმითაც დაშავდების…
სამაგიეროდ საქმის კურსში იყვნენ და არანაირი კითხვის ნიშანი არ გასჩენიათ აღნიშნულ საკითხზე, ჩვენს დასავლელ მეგობრებს, პარტნიორებს.
ტერორიზმთან მიმართებაში, მთავრობაზე ტორპედირებას არ ვურჩევ ჩვენს ოპონენტებს, არც ჟურნალისტებს, არც არასამთავრობო ორგანიზაციებს. 
არავინ არავის არ ჩაგრავს: ეს ისეთი საკითხია სადაც თავად საზოგადოება ხედავს ყველაფერს მიკროსკოპის თანხლებით.
არის საკითხები სადაც ცივილური მსოფლიო თანხმდება. ჩვენც ნუ ვიქნებით-ამოვარდნილი მსოფლიო თანამეგობრობიდან და ფაქტის დამტკიცების შემთხვევაში: ნებსით თუ უნებლიეთ ნუ გავხდებით ტერორისტთა მხარდამჭერნი, დამფინანსებელნი თუ მათი რუპორი.
წითელი ხაზის გადაკვეთა არავის ეპატიება!
გამოძიება ყველაფერს დაადგენს, ჩვენ ვართ სახელმწიფო და ყველა მოქალაქის უფლება უნდა იყოს დაცული.
დაველოდოთ გამოძიებას…” – წერს ჩრდილელი