მთავარი ახალი ამბები ,,17 მაისს თუ მხოლოდ ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება, მაშინ დიდი სიამოვნებით მივიღებ...

,,17 მაისს თუ მხოლოდ ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება, მაშინ დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ გალა-კონცერტში” – ჭოხონელიძე

927
0

თამრიკო ჭოხონელიძემ პოზიცია შეიცვალა 17 მაისს საპატრიარქოს ორგანიზებით გამართულ გალა კონცერტთან დაკავშირებით, მან თავდაპირველად მონაწილეობაზე უარი განაცხადა, ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

,,17 მაისს თუ მხოლოდ ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება, მაშინ დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ გალა-კონცერტში… ერთი პატარა ფეხს დაცდომა და იმ წუთას გადაგთელავენ!

მაშინვე ცილი დამწამეს, სამშობლოს და პატრიარქს უღალატაო… შემეჯიბროს ყველა საქართველოს და პატრიარქის სიყვარულშიც, ასევე ოჯახის სიწმინდის მიმართულებით! მთელი ჩემი ცხოვრების წესით ვამტკიცებ, მგონი, ამ ყველაფერს! ამიტომ არავის მივცემ იმის უფლებას, ასე ერთი ხელის მოსმით გადამთელონ!

აღმოჩნდა, რომ თურმე სასულიერო პირებისგანაც ყოფილა ჩემზე თავდასხმა. მითხრეს, მათი არასწორი და არასამართლიანი გამონათქვამების შესახებ და ყველას ვთხოვ, თავიანთ ცხოვრებას მიხედონ განურჩევლად მრწამსისა… მივმართავ საპატრიარქოს, 17 მაისს თუ მხოლოდ კონცერტი იქნება და საჭირო ვიქნები, დამიკავშირდნენ და ნებისმიერ დროს მზად ვარ მონაწილეობის მისაღებად!

მაქსიმალურად თავს ვარიდებ სოციალურ ქსელს, ამდენი ბოროტება და ცილისწამება რომ თავიდან ავიცილო! შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ჩემს პრესტიჟს და ღირსებას ვერაფერს დააკლებენ, რამდენიც უნდა, იმდენი წეროს უსინდისო ხალხმა!” – განუცხადა ,,კვირის პალიტრას” ჭოხონელიძემ.