მთავარი ახალი ამბები ღია წერილი ბატონ ბიძინა ივანიშვილს:-“ეს კოლექტიური წერილი გულწრფელი და რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით...

ღია წერილი ბატონ ბიძინა ივანიშვილს:-“ეს კოლექტიური წერილი გულწრფელი და რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით დაიწერა”

557
0

ბატონო ბიძინა, ჩავთვალე საჭიროდ, რომ თქვენთვის წერილი მომეწერა საქართველოს მოსახლეობის 25% დედბის სახელით. ეს კოლექტიური წერილი გულწრფელი და რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით დაიწერა. მოგახსენებთ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჩართულობაზე აზარტულ მომგებიან თამაშებში. სულ დღეს 500000-ზე მეტი მომხმარებელია ამ თამაშების. სტატისტიკა მზარდია და უახლეს სტატისტიკურ მონაცემს მოგაწვდით, რომელიც თბილისის ყველა უბნის თითო სკოლაში ჩაატარა არასამთავრობო ორგანიზაციამ “ლუდომანიასთან ბრძოლისა და პრევენციის ცენტრმა”—-შედეგი ასეთია: გამოიკითხა დაახლოებით 600 ბავშვი და 600 გამოკითხულიდან აზარტულ მომგებიან თამაშებს თამაშობს ონლაინ სივრცეში 56%. გენდერული სხვაობა თითქმის არ არის. გოგონები და ვაჟები ერთნაირი რაოდენობით არიან ჩართულები ონლაინ სათამაშო სივრცეში. სახმელეთო სივრცე გადავსებულია იმ ახალგაზრდებით, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის მომავალი უნდა შექმნან. სტუდენტები 18 წლიდან 25 წლის ჩათვლით, ჩაძირულები არიან იოლი ფულის შოვნის ილუზიებში, რაც განპირობებულია აგრესიული სარეკლამო მარკეტინგით. გაჩერება,ქალაქის ქუჩები, მაღალსართულიანი კორპუსების ფასადები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საეთერო სივრცე, ბეჭვდითი მედია, ონლაინ სივრცე და პერსონალური მობილური ტელეფონები.მოკლედ ლამის შუბლზე გაგვაკრეს ბ ე თ ე ბ ი ს რეკლამები. ჩვენი სამოქალაქო მოძრაობა —–“დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ” მოვითხოვთ პარლამენტის მიერ ჩაგდებული კანონპროექტის ხელმეორედ განხილვას და მიღებას, რადგან ეს კანონპროექტი ითვალისწინებდა მოსწავლეების, სტუდენტების და ჩვენი მოქალაქეების ნება-სურვილს.ასეთი გაჯერებული, აღვირ-ახსნილი სარეკლამო სივრცე არ აკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს, ეს სარგებელია იმ” შავი ბიზნესის”, რომლის ბრუნვაც თითქმის 6,5 მილიარდ ლარს აჭარბებს. ქვეყნ ის მოსახლეობის ჭარბვალიანობა, სიღატაკე და გახშირებული სუიციდის თუ სასამართლო დავები არის ამ “უბედური ბიზნესის” (თ ამას ბიზნესი ჰქვია) გამო. სათამაშო ობიექტების, ლომბარდების, მიკრო საფინანსოების და სარეკლამო ბაზრის ერთობლიობა ქმნის ქვეყნის ტრაგიკულ სურათს. გთხოვთ, აიღოთ პასუხისმგებლობა ყველა მშობლის სანაცვლოდ და ქვეყანა გაათავისუფლოთ ამ “ჯოჯოხეთდან” ჩვენ გვაქვს კიიდევ მეტად შმზარავი ინფორმაციები და სტატისტიკური მონაცემები, თუმცა ესიც საკმარისია, გაანალიზოთ, თუ რატომ ვერ ვითარდება დღეს ჩვენი ეკონომიკა და ამასთანავე განათლების სფერო, ასევე გენო ფონდი. გთხოვთ დადგეთ ქართველი საზოგადოების მხარეს!!!!!! პატივისცემით სამოქალაქო მოძრაობა -დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ-დამფუზნებელი თამარ ჯაფარიძე.

P.S.მოგაწვდით ერთ-ერთ პეტიდეციალური მსჯავრდებულთა სტატისტიკას.2086 პატიმარს აქვს ნათამაშები,ხოლო წაგებული თანხის უკანონო მოძიებისატვის სასჯელს856 პატიმარი იხდის