მთავარი ახალი ამბები ისრაელ ფოლაუ: “შემეძლო ჩემი სიტყვების უკან დაბრუნება, თუმცა სატანა სწორედ ასე მუშაობს”

ისრაელ ფოლაუ: “შემეძლო ჩემი სიტყვების უკან დაბრუნება, თუმცა სატანა სწორედ ასე მუშაობს”

2757
0

ავსტრალიის ნაკრების ყოფილმა მორაგბემ, ისრაელ ფოლაუმ, რომელსაც ორი კვირის წინ სუპერ რაგბის ისტორიაში ყველაზე მეტი ლელო დაუგროვდა, თავის განცხადებებზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ არაფერს ნანობს. შეგახსენებთ, რომ ავსტრალიელი მორაგბე სოციალურ ქსელში დაწერილი ქრისტიანული განცხადებების გამო ნაკრებიდან მოკვეთეს. გარდა ამისა, ფოლაუს სპონოსორებმა კონტრაქტიც გაუწყვიტეს.

ისრაელ ფოლაუმ, განცხადება სიდნეის ეკლესიაში გააკეთა:

,,სიტუაციის გამოსწორების ბევრი შესაძლებლობა არსებობდა. შეიძლებოდა, საქმე გაცილებით მარტივად ყოფილიყო. შემეძლო ჩემი სიტყვების უკან დაბრუნება, თუმცა სატანა სწორედ ასე მუშაობს – ის გთავაზობს ისეთ სიამოვნებას, რომელიც კარგად გამოიყურება და თავს კომფორტულად გაგრძნობინებს, თუ ამ ყველაფრის წინააღმდეგ წახვალ, ნებისმიერ გაჭირვებასა და განსაცდელს დაძლევ!” – განაცხადა ავსტრალიის ნაკრების უკვე ყოფილმა მორაგბემ, ისრაელ ფოლაუმ, სიდნეიში გამართულ საკვირაო მსახურებაზე.

ავსტრალიის რაგბის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მიქაელ ჩეიკამ, დაადასტურა, რომ ნაკრების უპირობო ლიდერი, ისრაელ ფოლაუ, სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებების გამო ნაკრებიდან გაუშვეს და ის 2019 წლის მსოფლიოს თასზე აღარ იასპარეზებს.

 

შეგახსენებთ, რომ ყველაფერი დაიწყო, ისრაელ ფოლაუს,  მიერ გაკეთებული განცხადების გამო, სადაც ფოლაუმ დაწერა, რომ ლოთებს, ჰომოსექსუალებს, მოღალატეებს, მატყუარებს, მეძავებს, ქურდებს, ათეისტებსა და კერპთაყვანისმცემლებს ჯოჯოხეთი ელოდებათ და მათი გადარჩენა მხოლოდ ღმერთს შეუძლია.

ისრაელ ფოლაუმ ინსტაგრამ პოსტის აღწერაში აღნიშნა, რომ ქრისტეს ყველა უყვარს, ყველას შეუძლია ცოდვების გზიდან გადახვევა და მასთან მისვლა.