მთავარი ახალი ამბები 18 მაისს საქართველოში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება

18 მაისს საქართველოში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება

235
0

დღეს თბილისსა და საქართველოს 30 ქალაქში, ასევე მილანსა და ფერეიდანში აღინიშნება ეროვნული სამოსის დღე

„ამ დღეს საქართველოს მოქალაქეები და ტურისტები დედაქალაქსა და რეგიონებში ქვეყნის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის უკეთ გაცნობას შეძლებენ.

15:00 საათზე თბილისის ყველა მეტროსთან სხვადასხვა კუთხის ქართულ სამოსში გამოწყობილი ქორეოგრაფიული ანსამბლები შეიკრიბებიან და ფლეშმობებს მოაწყობენ. პერფორმანსების დასრულებისთანავე, დედაქალაქის ყველა რაიონიდან, ნაციონალურ კოსტიუმში გამოწყობილი 600-მდე მოცეკვავე მუნიციპალური ტრანსპორტით, რიყის პარკისკენ გაემართება.

17:00 საათზე ღონისძიების მონაწილეები ავალაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან და კარნავალის ტიპის კოსტიუმირებული მსვლელობით რიყისკენ, ევროპის მოედნისკენ გაემართებიან, სადაც მასშტაბური ფლეშმობი მოეწყობა.

19:00 საათზე ფლეშმობის დასრულების შემდეგ, სცენის წინ გაშლილ წითელ ხალიჩაზე სხვადასხვა კუთხის ნაციონალური კოსტიუმების წარდგენა მოეწყობა.

ჩვენებაში მონაწილეობას ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს, რომელიც სამოსის დღეზე ევროპის მოედანზე ნებისმიერი ქვეყნის ეროვნულ სამოში გამოწყობილი მივა. დღის ბოლოს 20:00 საათზე, ღონისძიებები ბენდ „ჩვენებურების“ კონცერტით დასრულდება,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

„ეროვნული სამოსის დღე“ ოთხი წელია მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება

#18მაისი #სამოსისდღე #გააცოცხლეისტორიაშენსქალაქში