მთავარი ახალი ამბები საქართველოში ინტერნეტის საბითუმო ფასი შემცირდა

საქართველოში ინტერნეტის საბითუმო ფასი შემცირდა

541
0

2019 წლის პირველი ივლისიდან ერთ მბ/წმ საბითუმო ინტერნეტის ფასი 32 ლარიდან 9 ლარამდე შემცირდება. საბითუმო მომსახურებაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გლობალური ინტერნეტის ფასი რადიკალურად შეამცირა და ზედა ზღვრული ტარიფი დაადგინა.

რაც შეეხება საცალო მომსახურეობის ბაზრის სეგმენტებს, კომისიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, ბაზარი კონკურენტულია და რეგულაციის დაწესების საჭიროება არ გამოვლინდა.

კვლევის შედეგად კომისიამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება და ხმოვან საცალო მომსახურეობაზე არსებული ზედა ზღვრული 24 თეთრიანი ტარიფი გააუქმა.

„რაც შეეხება გლობალური ინტერნეტის საბითუმო ბაზარის რეგულაციას, აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, მცირე და საშუალო ოპერატორებისთვის ინტერნეტის გლობალურ ქსელთან დაშვების მომსახურება „კავკასუს ონლაინის“ და „სილქნეტის“ ქსელის ტექნიკურად დასაშვებ ნებისმიერ წერტილში იქნება უზრუნველყოფილი. აქამდე კი ამ მომსახურების მიღება პატარა ოპერატორებისთვის მხოლოდ თბილისში იყო შესაძლებელი“ – აცხადაებენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში. 

რაც შეეხება ფიქსირებული ინტერნეტს, ამ სეგმენტში კომისიას კვლევა ჯერ არ დაუსრულებია, ვინაიდან მოკვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა.