ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC-საქართველომ დღეს კვლევის მეორე ნაწილი გამოაქვეყნეს.
ინსტიტუტების შეფასების ნაწილში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ლიდერობს. მის საქმიანობას ძალიან კარგად გამოკითხულთა 20%, კარგად 41%, ცუდად კი 21% აფასებს.
მეორე ადგილზეა იუსტიციის სახლები, რესპონდენტთა 12% მათ საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს, კარგად 47%, ცუდად კი 27%.
მესამე ადგილზეა საქართველოს ჯარი, მას ძალიან კარგად აფასებს გამოკითხულთა 8%, კარგად 47%, ცუდად კი 26.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,927 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
