ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC-საქართველომ დღეს კვლევის პოლიტიკური ნაწილი გამოაქვეყნეს.
პოლიტიკოსებისადმი დადებითი დამოკიდებულების რეიტინგში პირველ და მეორე ადგილზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და თბილისის მერი კახა კალაძე არიან. მათ 40-40% აქვთ.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,927 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
