მთავარი საზოგადოება ჰუგო ჰუპერტი: თბილისი იდგა, როგორც ევროპის ციხესიმაგრე…

ჰუგო ჰუპერტი: თბილისი იდგა, როგორც ევროპის ციხესიმაგრე…

1160
0

ავსტრალიელი ენათმეცნიერი, პოეტი, მთარგმნელი და მწერალი ჰუგო ჰუპერტი, საქართველოს შესახებ:

ჰუგო ჰუპერტი“თბილისი რომ არა, შესაძლოა ვენაში ტაძრის ნაცვლად მეჩეთი მდგარიყო, რადგან თბილისის ციტადელს ეხეთქებოდნენ საუკუნეების განმავლობაში ჯალალედინები, ჩინგისხანები და სხვა აღმოსავლელი სულთნები და შაჰები.
თბილისი იდგა, როგორც ევროპის ციხესიმაგრე, საიდანაც მთელი საქრისტიანოს მტრები სისხლისგან დაცლილნი და დასუსტებულნი თუ აღწევდნენ ევროპამდე.”

ჰუპერტის შემოქმედებაში საქართველო ერთ-ერთი წამყვანი თემაა. ჩვენში იგი პირველად ჩამოვიდა 1949 წელს და დაიწყო მზადება ვეფხისტყაოსნის სათარგმნელად, რომელიც დაასრულა 1954 წელს. წიგნი პირველად გამოვიდა 1955 წელს მისივე წინასიტყვაობით „რუსთაველი და მისი პოემა“