მთავარი ახალი ამბები მამუკა ბახტაძე: მათთვის შეიქმნება 10 მილიონიანი ფონდი…

მამუკა ბახტაძე: მათთვის შეიქმნება 10 მილიონიანი ფონდი…

986
0

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ტექნოპარკში გაამრთულ შეხვედრაზე, ახალ ფონდზე ისაუბრა.

მამუკა ბახტაძე: დღეს ტექნოპარკში შევხვდი ჩვენს ახალგაზრდა სტარტაპერებს, რომელთაც ვაცნობე სასიამოვნო სიახლის შესახებ – მათთვის შეიქმნება 10 მილიონიანი ფონდი, საიდანაც ყოველ ინოვაციურ პროექტზე გვექნება 650 000 ლარის გრანტის გაცემის საშუალება.

ჩვენთვის ადამიანური კაპიტალის განვითარება არის პირდაპირ კავშირში ახალგაზრდულ ეკონომიკასთან.
სწორედ ახალგაზრდების ენერგია, მათი ხედვა და ინოვაციური მიდგომა უნდა გახდეს ჩვენი ეკონომიკის განვითარების ლოკომოტივი.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ახალგაზრდა მეწარმეებში, სტარტაპერებში, მეცნიერებში და ნოვატორებში არიან ადამიანები, რომლებიც შექმნიან გლობალური მნიშვნელობის მაღალტექნოლოგიურ წარმოებებს და სწორედ ისინი შეძლებენ, რომ საქართველომ მსოფლიო რუკაზე დაიმკვიდროს ადგილი, როგორც ცოდნის ეკონომიკაზე დაფუძნებულმა ქვეყანამ.

დიდი მადლობა მსოფლიო ბანკს მხარდაჭერისთვის!