მთავარი ახალი ამბები არქიმანდრიტი კირიონი – „ხვალინდელი დღე არის ლოცვითი დღე, რათა ყოველივე კეთილად, სამართლიანად...

არქიმანდრიტი კირიონი – „ხვალინდელი დღე არის ლოცვითი დღე, რათა ყოველივე კეთილად, სამართლიანად წარიმართოს“

108
0

„ხვალინდელი შეკრების დღე განეკუთვნება იმას, რომ ხვალ ავდივართ უდაბნოში მოსალოცად, რათა ერთობლივად ერმა და ბერმა ვილოცოთ, რათა ეს პრობლემა დაკავშირებული დავით გარეჯთან და უდაბნოს მონასტერთან გადაწყდეს კეთილმეზობლურად, ცივილიზებულად და ჩვენს ქვეყნებს შორის მეზობლობასა და ურთიერთობას რაიმე საფრთხე არ შეექმნას. ეკლესია მთლიანად ორიენტირებულია კონსტრუქციულ და სამართლებრივ დიალოგზე და ამიტომ ყველას მოვუწოდებ და ჩვენი თხოვნა იქნება, რომ ხვალინდელ დღეს ნუ გამოიყენებენ სხვა რაიმე სახის აქტივობისთვის, ხვალინდელი დღე არის ლოცვითი დღე, რათა ყოველივე კეთილად, სამართლიანად წარიმართოს“