მთავარი ახალი ამბები ,,ეს ხომ პირველად არ ხდება, რამოდენიმე წელია ვხედავთ, რომ ლარის კურსი მატულობს”...

,,ეს ხომ პირველად არ ხდება, რამოდენიმე წელია ვხედავთ, რომ ლარის კურსი მატულობს” – ზვიად ძიძიგური

219
0

ზვიად ძიძიგური ლარის კურსის მომატებაზე საუბრობს:

,,გადმორიცხვები უცხოეთიდან საქართველოში გაზრდილია, ტურისტების რაოდენობა გაზრდილია, ინვესტიციები გაზრდილია, ექსპორტის წილი გაზრდილია, რა თქმა უნდა, იმპორტი გაცილებით მეტია, ვიდრე ექსპორტი, მაგრამ გაზრდილია ექსპორტის წილიც ანუ ყველა მახასიათებლით არის სრული შესაძლებლობა იმის და ძალიან მალე, ლარის კურსი ისევ დაუბრუნდება თავის, ქვემოთ წამოვა.

ეს ხომ პირველად არ ხდება, რამოდენიმე წელია ვხედავთ, რომ ლარის კურსი მატულობს, შემდეგ რაღაცა ტიპის ნიშნულთან გაჩერდება, შემდეგ ისევ… ეს არის ცოცხალი პროცესი, რომელიც ჩვენ თვითონ ავირჩიეთ, როდესაც ვთქვით, რომ ჩვენ გვინდა საბაზრო ეკონომიკა, ჩვენ გვინდა გაცვლითი კურსი, ჩვენ გვინდა ლარის მცოცავი კურსი