მთავარი ახალი ამბები თბილისის ზოგიერთ უბანში 1-ლი აგვისტოდან ზონალურ-საათობრივი პარკირების საპილოტე პროგრამა ამოქმედდება

თბილისის ზოგიერთ უბანში 1-ლი აგვისტოდან ზონალურ-საათობრივი პარკირების საპილოტე პროგრამა ამოქმედდება

220
0

1-ლი აგვისტოდან ზონალურ-საათობრივი პარკირების საპილოტე პროგრამა ლესელიძეზე (კოტე აფხაზის ქ) და აბანოთუბაში ამოქმედდება.

კახა კალაძის თქმით, მოსახლეობას ინფორმაცია სპეციალურ ბუკლეტებით მიეწოდება.

“საკრებულომ ტარიფები დაამტკიცა. ახლა მთავარია მოსახლეობის ინფორმირებაა. სპეციალურ ჯიხურებს განვათავსებთ, სადაც ყველას შეეძლება მივიდეს, დასვასშეკითხვები”, – განაცხადა მერმა.

ელექტრომობილების მფლობელების, შშმ პირების და A კატეგორიის ტაქსისმძღოლებისთვის  გათვალისწიებულია გარკვეული შეღავათები.

რაც შეეხება ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასურს, ფასიანი პარკირება ზონებადდაიყოფა და ფასებიც განსხვავებული იქნება.

ფასიანი პარკირებები სამ – A, B და C ზონებად დაიყოფა. პარკირების საფასური A ზონაშისაათში  ერთ ლარს შეადგენს, B ზონაში – 2 ლარს, ხოლო C ზონაში – 3 ლარს. გადახდა შესაძლებლია  გადახდის აპარატებით. ასევე, ოფიციალური ვებგვერდის – parking.tbilisi.gov.ge-ის საშუალებით. სმარტფონებზე შესაძლებელია აპლიკაციის ჩამოტვირთვაც Tbilisi Parking და აქედან გადახდა.