მთავარი ახალი ამბები ირმა ინაშვილი – შსს მიმართავს, აქციაზე დაკავებული ყველა პირი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს

ირმა ინაშვილი – შსს მიმართავს, აქციაზე დაკავებული ყველა პირი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს

782
0

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი შს სამინისტროს მიმართავს, დღევანდელ აქციაზე დაკავებული ყველა პირი სასწრაფოდ გათავისუფლდეს. 

„მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს: არაფერ შუაში არაა პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლი და ამ მოტივით აქციის მონაწილეების დაკავება. როგორც სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, ამ დროისათვის სახელმწიფო კანცელარიის წინ მიმდინარე აქციაზე 8 პირია დაკავებული. ყველა დაკავებული სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს. ეტყობა, ვიღაცას ჰგონია, რომ აზრის გამოხატვის უფლება საქართველოში სხვებს აქვთ, მართლმადიდებლებს კი არა. ეს მართლმადიდებელი მრევლი ამ ქვეყანაში უმრავლესობაა და როდემდე უნდა ჩაგრავდეს უმრავლესობას უმცირესობა? ამიტომ მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრები მოვითხოვთ: დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ალექსანდრე ფალავანდიშვილიც და საერთოდ, ყველა დაკავებული.“