მთავარი ახალი ამბები „საპატრიარქოს განცხადება იყო პრევენციული, მოწოდება იმისაკენ, რომ არ მოხდეს სამოქალაქო დაპირისპირება“ –...

„საპატრიარქოს განცხადება იყო პრევენციული, მოწოდება იმისაკენ, რომ არ მოხდეს სამოქალაქო დაპირისპირება“ – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

927
0

მთავრობის კანცელარიასთან საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე იმყოფებოდა.

„მე ვფიქრობ, რომ მთელი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ ორგანიზაციამ, ვინც წაახალისა ასეთი ქმედებები, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ საზოგადოებაში დაძაბულობას, საპატრიარქოს განცხადება იყო პრევენციული, მოწოდება იმისაკენ, რომ არ მოხდეს სამოქალაქო დაპირისპირება და მიუხედავად ამისა, როდესაც წინასწარ იციან საზოგადოების განწყობა, მაინც ხდება ასეთი ქმედებების ორგანიზება, მთელი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ მათ ვინც ეს ორგანიზება მოახერხა“ – განაცხადა დეკონოზმა ანდრია ჯაღაიძემ