მთავარი ახალი ამბები სომხეთი ყარაბაღში ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს იწყებს

სომხეთი ყარაბაღში ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს იწყებს

652
0

სომხეთი ოკუპირებულ მთიან ყარაბაღში ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს იწყებს ე.წ. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ 10,000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე.

“10,000-მდე ჯარისკაცი, 200-ზე მეტი საარტილერიო სისტემა, დაახლოებით 150 ჯავშანტექნიკა, 50-ზე მეტი საჰაერო ხომალდი, 400-ზე მეტი სატრანსპორტო საშუალების და სხვა მოძრავი შემადგენლობა მიიღებს მონაწილეობას”, – იტყობინება სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.

ინფორმაციის თანახმად, სავარჯიშოების დროს, ძირითადი აქცენტი განთავსდება ღამის პრაქტიკულ ამოცანებზე და დაგეგმილია ახალი  ტაქტიკური გეგმების შემუშავება. სწავლება 20 ივნისამდე გაგრძელდება.

წყარო:https://haqqin.az/