მთავარი ახალი ამბები „ჩვენი მიზანია, სახალხო ორგანიზებით ავირიდოთ ის, რასაც გარედან გვახვევენ, ეს მიუღებელია ჩვენი...

„ჩვენი მიზანია, სახალხო ორგანიზებით ავირიდოთ ის, რასაც გარედან გვახვევენ, ეს მიუღებელია ჩვენი ტრადიციისთვის და სამშობლოსთვის“ – ლევან ვასაძე

751
0

ჩვენი მიზანი აქ ერთად ყოფნისა არის ის, რომ ემოციების გარეშე რამდენადაც შევძლებთ, სახალხო ორგანიზების მეშვეობით ავარიდოთ თავს ის, რასაც გარედან გვახვევენ, რაც მიუღებელია ჩვენი ტრადიციისთვის და სამშობლოსთვის, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში განაცხადა.

„ყველას სულითა და გულით გილოცავთ სულთმოფენობის ბრწყინვალე დღესასწაულს. გადმოსულიყოსსულიწმინდის მადლი ჩვენს სამშობლოზე. ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ჩვენს სამშობლოს ავარიდოთ დიდი არეულობა, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, წესრიგი, სიყვარული და ზნეობა. ჩვენ არ მოვსულვართ აქ არეულობისთვის, ჩვენი ერი, ქვეყანა დაიღალა გაუთავებელი არეულობით, წვალებით, ომებით. ჩვენი მიზანი აქ ერთად ყოფნისა არის ის, რომ ემოციების გარეშე რამდენადაც შევძლებთ, სახალხო ორგანიზების მეშვეობით ავარიდოთ თავს ის, რასაც გარედან გვახვევენ, რაც მიუღებელია ჩვენი ტრადიციისთვის და სამშობლოსთვის. ეს თავყრილობა არის ადამიანების თავყრილობა, ვისაც ერთნაირად უძგერს გული.

ჩვენი სამშობლო ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში განახევრდა რაოდენობით. ვიყავით თითქმის ექვსი მილიონი, ახლა ვართ დაახლოებით სამი მილიონი. ბევრი იტყვის, რომ ეს განახევრება არის გაჭირვების ბრალი, ნაწილობრივ არის. მაგრამ ვაი, რომ ეს შემცირება მარტო ამის ბრალი არ არის. მათ შორის არის იმის ბრალი, რომ ვცხოვრობთ იდეოლოგიურ რეჟიმში, რომელიც გვანადგურებს. ვებრძოდით საძულველ მარქსისტულ გალიას და გვინდოდა თავისუფლება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თავისუფლებისათვის ბრძოლა უნდა გაგრძელდეს“,- განაცხადა ლევან ვასაძემ.