მთავარი ახალი ამბები „ჩვენი მუშაობის ფორმა, სტილი და სახე იქნება მშვიდი, წყნარი და აუღელვებელი.“ –...

„ჩვენი მუშაობის ფორმა, სტილი და სახე იქნება მშვიდი, წყნარი და აუღელვებელი.“ – ლევან ვასაძე

782
0

ჩვენ მოვახდენთ დღეს თვითორგანიზებას სახალხო რაზმებად. ამ რაზმების სტრუქტურა იქნება მარტივი, იერარქიული, ერთმანეთზე აწყობილი და დაქვემდებარებული, –  ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში განაცხადა.

„ჩვენ არ შევკრებილვართ მიტინგობისთვის, სკანდირებისთვის. ემოციური ხალხი ვართ, მაგრამ საქმე გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენ მოვახდენთ დღეს თვითორგანიზებას სახალხო რაზმებად. ამ რაზმების სტრუქტურა იქნება მარტივი, იერარქიული, ერთმანეთზე აწყობილი და დაქვემდებარებული. გვეყოლება ათეულები ათისთავებით. ეს ათეულები შეიკრიბებიან ათ-ათი ასეულებად, ასისთავებად. და ათი ასეული შეადგენს ათასეულს და იქნება ლეგიონი. ჩვენი მუშაობის ფორმა, სტილი და სახე იქნება მშვიდი, წყნარი და აუღელვებელი. ყველას, ვისაც უნდა იგინოს, იფურთხოს, იბილწსიტყვაოს, იარაღით მოაწყოს რაიმე სახით პროვოკაცია, წავიდეს აქედან, მისი ადგილი აქ არ არის“,

„აქ დამსწრე საზოგადოებაში არის უამრავი სამხედრო გამოცდილების მქონე პირი, უამრავი ჩვენი სასახელო სპორტსმენი, მორაგბეები, მოჭიდავეები. ეს ისინი არიან, რომელთაც მთელ მსოფლიოში ვერავინ აჩერებს, როცა უნდათ რაიმე კორდონის გარღვევა. შექმნილი ათეულები, შეკრულები ასეულებად და ათასეულებად ერთი კვირის განმავლობაში იმუშავებენ თბილისში, გაინაწილებენ ქალაქს და იქნება ქალაქის პატრულირება, მშვიდად, წყნარად“

„არავითარი იარაღი ჩვენ არ გვექნება გარდა ერთისა. ეს იქნება იარაღი, რომლის მეშვეობით ჩვენ, თუკი გარყვნილებისა და სიბილწის პროპაგანდისტები ეცდებიან რაიმე სახის დემონსტრაციის ჩატარებას, ნებისმიერ კორდონს, რომელსაც ჩვენი პოლიცია დაგვიყენებს და იმედია, ეყოფათ ჭკუა, ეს არ გააკეთონ, აუცილებლად გავარღვევთ – რისთვის, რომ ჩავქოლოთ ქათმები ან ლესბოსელები, უსინდისო არასამთავრობოს ჭიჭყინა ბავშვები, რომლებიც ფულს აკეთებენ სამშობლოს გაყიდვაზე? რა თქმა უნდა, არა. ჩვენ მათ ხელებს შევუკრავთ ქამრებით, რომლებიც გვექნება თან და მივაბრძანებთ იმ ადგილიდან“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

სადაც ისინი იქნებიან, გემუდარებით და გევედრებით, თუ ქალაჩუნა კაცი შეგაფურთხებთ, შეგაგინებთ და წიკვინით სახეს ჩამოგფხაჭნით, ნუ დაარტამთ მათ ხელს, ეს მისი საქმეა. ძალიან თუ გაგაბრაზათ, ყური აუწიეთ და ამყოფინეთ ეს. დოდო აბაშიძე, გენიალური მსახიობი, როდესაც დაინახავდა უზრდელობასვერაზე ან რუსთაველზე, ყურს უწევდა ხოლმე. მოდით, დავაფუძნოთ დოდო აბაშიძის სახელობის ყურის ამწევთა საზოგადოება და ვაკმაროთ მას ეს“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.