მთავარი ახალი ამბები „დღეს უმძიმესი ჟამია და “სიმშვიდეში” ყოფნა არ არის გამოსავალი“ – ზვიად ტომარაძე

„დღეს უმძიმესი ჟამია და “სიმშვიდეში” ყოფნა არ არის გამოსავალი“ – ზვიად ტომარაძე

439
0

ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, რასაც უცვლელად გთავაზობთ:
ჩემი პასუხი “ტაბულას” ხშირსტუმარ სასულიერო პირებს!
გავეცანი თქვენს გამოხმაურებებს ვერის ბაღში გამართული აქციის თაობაზე და ძალიან გაკვირვებული დავრჩი. მაშინ როდესაც ასეთი მძიმე დროება გვიდგას, ქვეყანაში არსებული სხვა უამრავი პრობლემის გარდა, ჩვენს ქალაქში გაჩნდა რეალური საფრთხე, უზნეობის ზეიმისა, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ჩვენს მრწამსთან. მადლობა ღმერთს აღმოჩნდა კაცი, რომელიც გამოვიდა ხალხში, თავის მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად, ცდილობს აგვარიდოს დიდ სირცხვილს, სირცხვილს რომელსაც ვერ გავამართლებდით უფალთან წარდგომისას. მის გამოსვლაში შეიძლება გეპოვათ შეცდომა, მაგრამ არ იყო არანაირი ძალადობის მოწოდება, არც სამართალდამცავებზე და არც ცოდვის ჩამდენზე, არამედ დაგმობილი იყო ცოდვა, ამავდროულად, ნაჩვენები იყო გზა, თუ როგორ აგვერიდებინა მოსალოდნელი დაპირისპირება, სისხლისზღვრა და უმართავი პროცესი. ამის გამო, თითქოს მთელი ბნელეთის ძალები გაერთიანდნენო და ჩვენს წინააღმდეგ წამოვიდა ნიაღვარი სიცრუისა და ცილისწამებისა. რაც ძალიან გულდასაწყვეტია, არა მხოლოდ იდეური მოწინააღმდეგეებისგან. სამწუხაროდ თქვენც მათ რიგებში აღმოჩნდით (იმედს ვიტოვებ უნებლიედ). ასეთ დროს, მიუხედავად პიროვნული სიმპატიებისა არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია, არც ნელ–თბილობაა მართებული, ნებისმიერი ჩვენი ძაგება კი, ეს “ლგბტ აღლუმის” პირდაპირი ხელშეწყობაა და შესაბამისად სოდომიტების მხარეს დგომას ნიშნავს. განა რითი აპირებდით წინააღმდეგობა გაგეწიათ დაგეგმილი ე.წ. “ღირსების მარშის” ჩატარების აღსაკვეთად, ან მისი ჩატარების შედეგად განრისხებული საზოგადოების შესაკავებლად? თუ ფიქრობთ რომ თქვენი ფეისბუკ–სტატუსები იქნებოდა საკმარისი ძალიან ცდებით! მახსენდება თქვენი განცხადებები “უკრაინის ტომოსთან” და მამა გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით, ორივე შემთხვევაში მწარედ შეცდით, მაგრამ საზოგადოებისთვის ბოდიში დღემდე არ მოგიხდიათ! ბოდიში არც საპატრიაქოსთვის მოგიხდიათ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი არაერთი უსამართლო “ქადაგებისთვის”, “პასუხი” ყოველთვის დიდსულოვანებითა და მიმტევებლობით დაგიბრუნდათ. ახლაც არ არის გვიან, ჯერ “მამალს მესამედ არ უყივლია”, შეინანეთ თქვენი საქციელი როგორც პეტრემ და ქართული საზოგადოება თქვენ მოგიტევებთ. დღეს უმძიმესი ჟამია და “სიმშვიდეში” ყოფნა არ არის გამოსავალი, როგორც წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ბრძანებს: “არსებობს დამღუპველი სიმშვიდე და არსებობს კეთილშობილი მრისხანება”!
P.S. შენდობას ვითხოვ თუ გაწყენინეთ, მაგრამ ჩემთვის სიმართლე უპირველესია!
–  განაცხადა ზვიად ტომარაძემ