მთავარი ახალი ამბები “თბილისი პრაიდის” წინააღმდეგ: საპატრიარქო, სომხური სამოციქულო ეკლესია, მუსლიმური თემი და იუდეველები ერთიანდებიან”

“თბილისი პრაიდის” წინააღმდეგ: საპატრიარქო, სომხური სამოციქულო ეკლესია, მუსლიმური თემი და იუდეველები ერთიანდებიან”

2399
0

ა.წ. 18 ივნისს საქართველოს საპატრიარქოში სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში ბოლოდროს განვითარებულ მოვლენებს და აღინიშნა, რომ ტრადიციული რელიგიებისთვის მიუღებელია როგორც ძალადობა, ისე ცოდვის აგიტაცია და პროპაგანდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, სომხური სამოციქულო ეკლესიის, მუსლიმური თემისა და იუდეველთა წარმომადგენლები. მხარეთა მიერ გამოითქვა მზაობა, შემუშავდეს ერთობლივი მიმართვა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას და ტრადიციული ღირებულებების დაცვას.