მთავარი ახალი ამბები ირმა ინაშვილი – ლგბტ თემის მხრიდან მართლმადიდებელ ეკლესიაზე და პატრიარქზე ღია შეტევა...

ირმა ინაშვილი – ლგბტ თემის მხრიდან მართლმადიდებელ ეკლესიაზე და პატრიარქზე ღია შეტევა მიმდინარეობს

441
0

პარლამენტის ვიცე- სპიკერი ლგბტე პრაიდის წინააღმდეგ ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებას აფასებს. ირმა ინაშვილი მიიჩნევს, რომ უმცირესობა, კონკრეტულად კი ლგბტ ჯგუფი, ხშირად ჩაგრავს უმრავლესობას. „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი აღნიშნავს, რომ ლგბტ თემის მხრიდან მართლმადიდებელ ეკლესიაზე და პატრიარქზე ღია შეტევა მიმდინარეობს, რაც მისივე თქმით დაუშვებელია.

„ ყველაფერს აქვს თავისი წინაპირობა და ანალიზი სწორედ შექმნილ ვითარებას სჭირდება. რა არის საზოგადოებაში ამ ღრმა პოლარიზაციის  მიზეზი. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან დიდი აღშფოთებაა მართლმადიდებელ მრევლში, რომელიც უმრავლესობაა ამ ქვეყანაში. ხშირია შემთხვევები, როდესაც ლგბტ უმცირესობა ღიად ჩაგრავს უმრავლესობას. ყველა ფრონტზე მიდის შეტევა მართლმადიდებლობის, ეკლესიის და  პატრიარქის წინააღმდეგ.

თავად გიგა ბოკერია და ბოკერიასთან დაკავშირებული ჯგუფები, ამ ლგბტ ჯგუფებთან ერთად, პირდაპირი შეტევის ქვეშ აქცევს მთელ მართლმადიდებელ ეკლესიას და კონკრეტულად პატრიარქს“- განაცხადა ინაშვილმა „იმედის“ ეთერში.