მთავარი ახალი ამბები „ლგბტ-პრაიდი არის ქართველი ხალხის და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია“ – ბონდო...

„ლგბტ-პრაიდი არის ქართველი ხალხის და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია“ – ბონდო მძინარაშვილი

927
0

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

ეს ე.წ. ლგბტ-პრაიდი არის ქართველი ხალხის და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია.

სანამ მდგომარეობა უკიდურესად გამწვავებულა და ეს პროვოკაცია სავალალო შედეგებით დასრულებულა, საჭიროა ამ პროვოკატორების საჯარო სივრციდან გარიდება.

ხვალ დილითვე ხელისუფლებამ უნდა გამართოს შეხვედრა ელჩებთან და დეტალურად გააცნოს ვითარება.

რამდენიმე პროვოკატორის გამო სახელმწიფო ინტერესები არ უნდა დაზიანდეს!

ხელისუფლებამ დასკვნები უნდა გამოიტანოს ამ პროცესებიდან და მიხვდეს, რომ საქართველო ლგბტ-პროპაგანდას არასოდეს შეეგუება!

პარლამენტმა უნდა იფიქროს იმგვარ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომ გამოხატვის თავისუფლებამ არ დააზიანოს გაცილებით დიდი ღირებულება – სიცოცხლის უფლება!