მთავარი ახალი ამბები “სანამ ხელისუფლება მოსახლეობის უმრავლესობის აზრს უფრო მაღლა არ დააყენებს, ვიდრე 2%-იან ლგბტ...

“სანამ ხელისუფლება მოსახლეობის უმრავლესობის აზრს უფრო მაღლა არ დააყენებს, ვიდრე 2%-იან ლგბტ დიქტატურას, მანამდე აქ არანაირი დემოკრატია არ არის” – ზურაბ მახარაძე

1505
0

ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როცა უმცირესობების აზრი ბატონობს აბსოლუტურ უმრავლესობაზე – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“ ალტერნატივა საქართველოს გენერალურმა მდივანმა ზურაბ მახარაძემ განაცხადა.

18 ივნისის გადაცემა ლგბტ აქტივისტების მიერ დაგეგმილ მარშსა და მის გარშემო ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა.

„აბსოლუტურად ვიზიარებ თქვენს პოზიციას, არანაირი ორი მხარე არ არსებობს“ – მიმართა ზურაბ მახარაძემ „ტაბულას“ დირექტორ თამარ ჩერგოლეიშვილს. „მე გამოვიყენებ თქვენს ინტერაქტივს: არსებობს საქართველოს მოსახლეობის 98%, რომელიც გარკვეულ პოზიციაზეა და არსებობს მიზერული ნაწილი, რომელიც ლიბერალური სისტემის გამო აბსოლუტურ უმრავლესობას თავზე გვახვევს თამაშის გარკვეულ წესებს. ჩემი პოზიციაა, რომ საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონმდებლობა ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის შეხედულებებს იმაზე, როგორ უნდა იყოს ეს ქვეყანა მოწყობილი. ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როცა უმცირესობების აზრი ბატონობს აბსოლუტურ უმრავლესობაზე. მოგიყვანთ მაგალითს: ნუდისტების ჯგუფი თვლის, რომ ქუჩაში შიშველი სიარული ეს არის მათი გამოხატვის უფლება. მათ რომ გაიარონ რუსთაველზე, პოლიცია მათ დააკავებს იმიტომ, რომ გადავიდნენ გარკვეულ ზღვარს, რომელიც ამ კონკრეტულ სოციუმში ითვლება გარკვეულ ნორმად. ამ სოციუმში ასეთივე ზღვარი არის ქუჩაში საკუთარი სექსუალური ორიენტაციის თემაზე დემონსტრაციების ჩატარება“, – აღნიშნა ზურაბ მახარაძემ.

მას ჩერგოლეიშვილმა კითხვით მიმართა „უნდა აუკრძალონ თუ არა მათ ჰეტერო მარშები“, რაზეც მახარაძემ უპასუხა:

„აგვიკრძალეთ, თანახმა ვარ, მანდ მივდივარ. ქართველი მოსახლეობის უმეტესობისთვის გინდა ჰეტეროსექსუალების, გინდა ჰომოსექსუალების და რა სექსუალებისაც გინდა, ქუჩაში მარში პლაკატებით – ვისთან უნდათ მათ სექსი, ეს არის ამორალური ქმედება, ის ზღვრული მაჩვენებელი, რომელიც ამ კონკრეტულ სოციუმში კანონით უნდა იყოს აკრძალული. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვამბობთ, რომ როდესაც ადამიანის შინაგანი ფუნდამენტური ღირებულებები და ჩვენი ღირებულებები ასეთია, ირღვევა კანონის და სისტემის მხრიდან, მას ვალდებულება აქვს, რომ თავისი სინდისი და თავისი ღირებულებები კანონზე მაღლა დააყენოს. და თუ ხელისუფლება საკუთარი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის შეხედულებებს უფრო მაღლა არ დააყენებს, ვიდრე საერთაშორისო ორგანიზაციებს, ამ 2%-იან ლგბტ დიქტატურას, რომელიც უმრავლესობას თავის აზრს თავზე გვახვევს, მანამდე აქ არანაირი დემოკრატია არ არის. აქ არის ამ ხალხის დიქტატურა. ერთიც უნდა ვთქვა, კანონის უზენაესობაზე გვქონდა აქ საუბარი – ხალხო, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც პანკისში პოლიციას თავზე დაალეწეს ყველაფერი და მანქანები დაწვეს, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ადამიანმა დაგეგმა უშიშროების ოფიცრის აფეთქება და ქუჩაში დადის, აგერ გვისხედან ადამიანები: ერთის ორგანიზაციამ საკუთარ ოფისში საროსკიპო გახსნა და ნარკოტიკების კულტივაცია მოახდინა და მეორის მეუღლე ციხეში რომ უნდა იჯდეს, პარლამენტში ზის და ჩვენზე გაგახსენდათ მაინცდამაინც კანონის უზენაესობა? ჩვენთან არის სიტუაცია: თავისიანებისთვის სხვა წესებია და ამ ქვეყნის 98%-ისთვის არის კანონები და ეგრე აღარ გამოვა“, – განაცხადა ზურაბ მახარაძემ.

გადაცემის წამყვანი მას ჩაეკითხა – „ანუ კანონით უნდა იყოს, რომ ყველა თანასწორი არ იყოს ამ ქვეყანაში“?

„კანონით უნდა აიკრძალოს ჰეტეროსექსუალების, ჰომოსექსუალების, რა სექსუალებისაც გინდა მარში. ეს არ იქნება დისკრიმინაცია, ეს იქნება ქუჩაში ქცევის ჩვეულებრივი სტანდარტი“, – აღნიშნა ზურაბ მახარაძემ.

გადაცემის მსვლელობისას მიმდინარეობდა ინტერაქტივი კითხვით: უნდა ჩატარდეს თუ არა „თბილისი პრაიდი“. გადაცემაში 38 000 ზარი შევიდა, მოსახლეობის 97%-მა დააფიქსირა აზრი, რომ არ უნდა ჩატარდეს, ხოლო თითქმის 3%-მა უპასუხა, რომ უნდა ჩატარდეს.

ზურაბ მახარაძის განცხადება LGBT პრაიდთან დაკავშირებით

Posted by მიამბე.ge on სამშაბათი, 18 ივნისი, 2019