ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილები “თბილისი პრაიდის” გამართვას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებს თან აქვს ტრანსფარანტები: “სოდომია მძიმე ცოდვა”, “არა გეი აღლუმს საქართველოში”.
შეკრებილები მზადყოფნას გამოთქვამენ, თუკი საჭიროება მოითხოვს, თბილისშიც წამოვიდნენ. აქციაზე იმყოფებიან სასულიერო პირებიც.
წყარო:progressnews.ge