მთავარი ახალი ამბები “არ არის საკმარისი მოსკოვის საპატრიარქოს მიერ ჩვენი ეკლესიის იურიდიული საზღვრების ფორმალური აღიარება”…

“არ არის საკმარისი მოსკოვის საპატრიარქოს მიერ ჩვენი ეკლესიის იურიდიული საზღვრების ფორმალური აღიარება”…

386
0

გუშინ საპარლამენტო სამიტი გაიხსნა.

შეხვედრიდან აღსნიშნავია, რომ იმის გათვალისწინებით, რომ რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი, ამჟამად მართლმადიდებლური ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მისასალმებელი სიტყვა იყო უაღრესად ღირსეული.

ბ-ნი ი.კობახიძის სიტყვა შეიცავდა მკაფიო მინიშნებებს, რომ ქვეყნებისათვის მართლმადიდებლობის დეკლარირება არაფრის მომცემია, თუ ერთი მართლმადიდებელი ქვეყანა, ხელყოფს მეორე მართლმადიდებლური ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. და ისეთი ფორმატი, როგორიცაა საპარლამენტო სამიტი, ამგვარი უსამართლობის აღმოფხვრას უნდა უწყობდეს ხელს.

საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები შევხვდით და ვესაუბრეთ თავად ს. გავრილოვსაც. ჩვენის მხრიდან ხაზგასმით ითქვა, რომ საქართველოს ეკლესიისათვის არ არის საკმარისი მოსკოვის საპატრიარქოს მიერ ჩვენი ეკლესიის იურიდიული საზღვრების ფორმალური აღიარება და გადავეცით მთელი მოსახლეობის წუხილი და აღშფოთება, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. მათივე სახელითაც ვთხოვეთ ზოგიერთი განმარტება.

მათ შორის ვკითხეთ, ხედავს თუ არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას, იმ მოცემულობაში, როდესაც კრემლმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამოუკიდებელი სახელმწიფოები აღიარა.

რუსეთის დუმის დეპუტატმა განგვიცხადა, რომ მას შესაძლებლად მიაჩნია ეს მოხდეს დიალოგის საშუალებით. საუბარში მონაწილეობდნენ მეუფე თეოდორე, მეუფე ანდრია, მეუფე გრიგოლი (კაცია) და მე.

ს.გავრილოვმა საჭიროდ ჩათვალა და ასევე განგვიმარტა, რომ არასოდეს აუღია ხელში იარაღი საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლველად, როგორ ამის შესახებ ვრცელდება ინფორმაციაო.

მიღების დასასრულს უკრაინის ელჩთან გვქონდა საუბარი საერთო სატკივარზე რუსეთის პოლიტიკასთან მიმართებაში. _წერს დეკანოზი ადრია ჯაღმაიძე, სოციალურ ქსელში.