მთავარი ახალი ამბები ლია უკლებას, სკანდალურ ნახატზე, თეოლოგ გიორგი გვასალიას კომენტარი:

ლია უკლებას, სკანდალურ ნახატზე, თეოლოგ გიორგი გვასალიას კომენტარი:

3256
0

ინტერნეთ სივცეში ვცელდება, ლია უკლებას ახალი სკანდალური ნახატი, რომელიც სუხიშვილებს უკავშირდება.  ინფორმაცია სააგენტო marshalpress.ge ავცელებს. ლია უკლებას ნახატის შინაარს გამოეხმაურა, თეოლოგი გიორგი გვასალია.

უცვლელად გთავაზობთ სტატიას და თეოლოგის კომენტარს:

“ეს არის მხატვარ ლია უკლებას ახალი ნამუშევარი, რომელზეც გამოსახულია სამი მამაკაცი ქალის ტრადიციული საცეკვაო სამოსით. მხატვრის თქმით, ეს არის პროტესტი ნინო სუხიშვილის კომენტარზე, რომ ქართული ცეკვა კაცურია, ხოლო მათთან გეი არ არის.”

თეოლოგი გიორგი გვასალია:

სინამდვილე კი ასეთი იყო: ქ-ნ ნინოსთან მივიდა რეჟისორი, რომელმაც უთხრა, რომ კინოს გადაღება სურდა სუხიშვილების ანსამბლზე. საუბრის შემდეგ გაირკვა, რომ სუხიშვილების ანსამბლზე კი არ სურდა ფილმის გადაღება, არამედ სუხიშვილების ანსამბლის გარემო უნდა გამოყენებულიყო სასიყვარულო ამბის გადმოსაცემად. ახლა, სასიყვარულო ამბავი, რომლის გადმოსაცემადაც სუხიშვილების ანსამბლი უნდა გამოყენებულიყო (ანუ სუხიშვილების ანსამბლი უბრალოდ „საჭიროებას“ წარმოადგენდა, თორემ ფილმი ანსამბლზე კი არა, „რომანზე“ ყვებოდა), შემდეგი შინაარსის გახლდათ: ბიჭი მიდის ანსამბლში, უყვარდება თავისი ხელმძღვანელი და აძგერებული დადის წინ და უკან. ეს მთლიანი სცენარის მოკლე რეზიუმირებაა (ან მეტი რა საჭიროა მოვყვეთ 🙂 ). როდესაც სცენარი ბოლომდე იქნა გადმოცემული, აღმოჩნდა, რომ ეს ბიჭი, რომელიც ანსამბლში მივიდა, აძგერდა ბიჭი ხელმძღვანელის დანახვაზე და მერე მთელი ამბავი ამაზე გრძელდება… ქ-ნმა ნინომ მოკრძალებულად უთხრა, რომ მის ანსამბლში მსგავსი არასოდეს მომხდარა და ამიტომ ამ სცენარის გადმოსაცემად რეჟისორს იქნება სხვა გარემო შეერჩია…. აი, აქ კი დაიწყო მთავარი, რაც ძლიერ საინტერესოა… ეს ჩვენი ლიბერალ-მოთანამედროვო რეჟისორი, რომელიც ქცევის ნორმებსა და ა.შ. ინარჩუნებდა, უცებ შეურაცხადი გახდა და თავს ძლივს იკავებდა აგრესია ბოლომდე გამოეხატა… მოკლედ რომ ვთქვათ თავისი ჰუმანურობით სავსე სამყარო ბოლომდე (ნუ, უმეტესწილად) წარმოაჩინა… მუქარა კი სისრულეში მოიყვანა: ქ-ნ ნინოს აუფეთქა სოციალური ქსელი და მთელი აძგერება გამოიწვია შესაბამის მასებში… ესაა და ეს….