მთავარი ახალი ამბები მიტროპოლიტი გერასიმეს ინიციატივაა, ვლაქერნობა ზუგდიდში დასვენების დღედ გამოცხადდეს

მიტროპოლიტი გერასიმეს ინიციატივაა, ვლაქერნობა ზუგდიდში დასვენების დღედ გამოცხადდეს

58
0

ზუგდიდისა და ცაიშის, გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტი გერასიმე გამოვიდა ინიციატივით, რომ ვლაქერნობის დღესასწაული, 15 ივლისი, ზუგდიდში დასვენების დღედ გამოცხადდეს.

ამის შესახებ მან მშენებარე ტაძარში სადღესასწაულო ქადაგების დროს განაცხადა.

„მივმართავ ჩვენს ხელისუფლებას, რომ ეს დღე გამოაცხადოს დასვენების დღედ ზუგდიდში, რათა ყველა მორწმუნეს ჰქონდეს საშუალება, რომ სიწმინდე მოილოცოს”,-აღნიშნა მეუფემ.

მისივე თქმით, დღეს ორშაბათია, სამუშაო დღეა, ამიტომ მრევლის დიდმა ნაწილმა ტაძარში მოსვლა ვერ მოახერხა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს ზეიმობს. ​ვლაქერნობას ზუგდიდში 1990 წლიდან პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ყოველი წლის 15 ივლისს აღნიშნავენ. მორწმუნეები ამ დღეს ზუგდიდს საქართველოს ყველა ეპარქიიდან და უცხოეთიდანაც სტუმრობენ.

1tv.ge