მთავარი ახალი ამბები ხატია ქობულაშვილის პირველი პერსონალური გამოფენა „ტექსტილის სამყარო“

ხატია ქობულაშვილის პირველი პერსონალური გამოფენა „ტექსტილის სამყარო“

346
0

ხატია ქობულაშვილის პირველი პერსონალური გამოფენა „ტექსტილის სამყარო“

2019 წლის 11 ივლისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა ახალგაზრდა მხატვრის, დიზაინერის და ხელოვანის ხატია ქობულაშვილის პირველი პერსონალური გამოფენა სახელწოდებით „ტექსტილის სამყარო“, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა თემატიკით შექმნილი ნამუშევრები, კერძოდ: კლასიკური გობელენი, შერეული ტექნიკა, აბრეშუმის ქაღალდი, ცხელი და ცივი ბატიკა, თექა, ხალიჩა, ფარდაგი, ლურჯი სუფრა და გუაშში შესრულებული ესკიზები.

ხატია ქობულაშვილი დაიბადა 1994 წლის 7 ოქტომბერს ქ. თბილისში, მხატვრის ოჯახში, ხატია ბავშობიდან გატაცებული იყო ხატვით, მან პირველი ნახატი 3 წლის ასაკში შექმნა სახელად „მოცეკვავე თოჯინა,  6-7 წლის ასაკში დაიწყო შემოქმედებითი მუშაობა დიზაინის განხრით, 15-16 წლის ასაკში სკოლის პარალელურად სწავლა დაიწყო მოსე თოიძის სასწავლებელში (ე.წ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია) ჭრა-კერვის პროგრამაზე, 2011 წელს კურის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო პროფესიულ კოლეჯში „ფეხსაცმლის ტყავის ნაწარმისა და აქსესუარების სპეციალობაზე, კურსის დასრულების შემდეგ 2013 წელს კოლეჯ „მერმისში“ მემინანქრის სპეციალობაზე, 2014 წლიდან ხატია ჩაირიცხა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში დიზაინის ფაკულტეტზე კერძოდ: „ტექსტილის მიმართულებაზე“, არის მხატვართა კავშირი წევირი, ამჟამად სწავლას განაგრძობს სამხატვრო აკადემიაში მაგისტრატურაზე.

ხატია ბავშვობის ასაკიდან დღემდე მონაწილეობას იღებს რესპუბლიკურ გამოფენებში, კონკურსებში და სიმპოზიუმებში, 2018 წელს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მიენიჭა წარჩინებული სტუდენტის წოდება.

გთავაზობთ ხატია ქობულაშვილის ნამუშევრების ფოტომასალას გამოფენიდან