მთავარი ახალი ამბები ახალი პრობლემა დავით გარეჯში “არ ვწუწუნებ, არავისი ვალი გვინდა და გადავიხდით კიდეც”

ახალი პრობლემა დავით გარეჯში “არ ვწუწუნებ, არავისი ვალი გვინდა და გადავიხდით კიდეც”

219
0

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილარიონი სოციალურ ქსელში, დავით გარეჯის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ამ ყველაფრის ფონზე, დღეს შეგვატყობინეს, რომ 2018 წლის თებერვალში(?!), თურმე, კომპიუტერს შეშლია და გარეჯის მონასტრისთვის, წყალი „უფასოდ“ მოუცია. ამიტომ, მიმდინარე დავალიანებას ემატება წლინახევრის წინანდელი თანხა! ცნობისათვის, მთლიანობაში, მონასტერს წყალში გვახდევინებენ იმაზე მეტს, ვიდრე იხდის მთელი სოფელი „უდაბნო“! არ ვწუწუნებ, არავისი ვალი გვინდა და გადავიხდით კიდეც. მთავარია, „მოძმე აზერბაიჯანს“ ხომ შეუფერხებლად მიეწოდება უფასო ქართული წყალი?”