მთავარი ახალი ამბები მოკრძალებული პარალელი საპატრიარქოსა და პრემიერის განცხადებას შორის

მოკრძალებული პარალელი საპატრიარქოსა და პრემიერის განცხადებას შორის

256
0

საქართველოს საპატრიარქომ 25 ივნის, კაკეთებულ განცხადებაში ხელისუფლებას, ბანკებს და მრევლს, მიმართა თხოვნით, რათა ყველაფერი გაეკეთებინათ ტურიზმის სფეროში მომუშავე ხალხის დასახმარებლად. აღსანიშნავია, რომ ამ განცხადების შემდგობ ხელისუფლების მხრიდან გაჟღერდა მნიშნელოვანი ინიციატივა ტურისმის სფეროში დაზარალებულთა დასახმარებლად.

გთავაზობთ, საპატრიარქოს და პრემიერ მინისტრის განცხადებებს:

საპატრიარქო: “ა.წ. 19 ივნისიდან განვითარებულმა მოვლენებმა, შეიძლება ტურისტული მომსახურების სფეროში ჩართული  არაერთი ჩვენი მოქალაქე სერიოზულად დააზარალოს, რადგან ბევრ მათგანს აღებული აქვს საბანკო კრედიტი და პრობლემები შეექმნება მის დაფარვაში.

ამიტომაც ვთხოვთ ხელისუფლებას და ბანკების ხელმძღვანელებს, ვიდრე ვითარება შეიცვლება, მაქსიმალურად გაუწიონ შეღავათი ტურისტულ სექტორში დასაქმებულ კრედიტორებს.

ამასთან, ვთხოვთ ჩვენს მრევლს, – შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, წელს ამჯობინეთ დასვენება საქართველოში.”

________

არც ერთი სასტუმრო, საოჯახო ტიპის თუ საშუალო ზომის, რომლის მშენებლობაც იგეგმებოდა, არ უნდა გაჩერდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, სახელმწიფოს მცირე და საშუალო მეწარმეების დასახმარებლად კონკრეტული მექანიზმები აქვს. კერძოდ, ბახტაძის თქმით, მეწარმეებს, რომლებსაც ბიზნესის განსავითარებლად სესხები აქვს აღებული, მათი პროცენტების თანადაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან მოხდება.

“რომელი კერძო სექტორის წარმომადგენლებს აქვთ კითხვები, ტურიზმის? ძალიან საინტერესო საკითხია იმიტომ, რომ ყოველდღიურ რეჟიმში მაქვს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან, განსაკურებით მცირე და საშუალო სასტუმროების მფლობელებთან და მცირე მეწარმეებთან კონტაქტი. სწორედ მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შეიმუშავა ეკონომიკის სამინისტრომ ეს გეგმა. ამიტომ მე ვისურვებდი, რომ უფრო კონკრეტული შეკითხვა მიგვეღო. ჩვენ ეს წარვადგინეთ ბიზნესასოციაციის შეხვედრაზე. პირველ რიგში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც არიან ტურიზმის სექტორში დასაქმებული, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფი, აღმოჩნდა მცირე და საშუალო სასტუმროების მფლობლები, მათ ამოვუდგეთ მხარში”, – განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, სასტუმროების ბიზნესში დასაქმებულ მეწარმეებს სახელმწიფო აქტიურად ეხმარება და მათ დახმარებას მომავალშიც გააგრძელებს.

“ჩვენ ავამოქმედებთ ძალიან მნიშვნელოვან ინსტრუმენტს. მათ დიდ ნაწილს აქვს საბანკო სესხები იმისთვის, რომ განევითარებინათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მოხდება ამ პროცენტების თანადაფინანსება. მეორე – იქედან გამომდინარე, რომ ტურიზმი იყო ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი საქართველოში, ძალიან ბევრ მეწარმეს ჰქონდა გეგმა, რომ ან გაეფართოვებინა თავისი სასტუმრო, ან მოეხდინა ახალი სასტუმროს მშენებლობა. შესაბამისად, ის მექანიზმი, რომელიც შევქმენით ევროკავშირთან ერთად, ეს არის საკრედიტო საგარანტიო სქემა. ის იქნება სრულად მიმართული ჩვენს მეწარმეებზე, რომლებიც დასაქმებულები არიან სასტუმროს სექტორში. ანუ ყველა პროექტი, რომლის მშენებლობაც იგეგმებოდა და ახლა შეიძლება ჰქონდეს ბარიერი, რადგან გამოწვევები არსებობს, ჩვენ დავეხმარებით სახელმწიფო გარანტიით, რომ აუცილებლად დასრულდეს. არც ერთი სასტუმრო, საოჯახო ტიპის თუ საშუალო ზომის, რომლის მშენებლობაც იგეგმებოდა, არ უნდა გაჩერდეს. ეს არის ჩვენი მიდგომა. ჩვენს მეწარმეებს ვეხმარებით როგორც მიმდინარე საქმიანობაში, ასევე დეველოპმენტის თვალსაზრისითაც. ეს არის ორი ძირითადი მექანიზმი, რომელიც გვაქვს”, – განაცხადა ბახტაძემ.