მთავარი ახალი ამბები იხილეთ რა განათლება აქვს მიღებული ახალ პრემიერ მინისტრს…

იხილეთ რა განათლება აქვს მიღებული ახალ პრემიერ მინისტრს…

324
0

განათლება 

1992–1994 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე. 1994–1999 წლებში სწავლობდა მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სადაც მიენიჭა პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი. 2003-2004 წლებში სწავლობდა მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის უმაღლეს ბიზნეს სკოლაში, სადაც მიენიჭა ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხი.

პროფესიული გამოცდილება

2006-2009 წლებში იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ბიოტექნოლოგიის მოწვეული ლექტორი. 2008 წლის ნოემბერიდან იყო Lufthansa Service Holding AG. (LSG, Frankfurt am Main) Germany GR & ბიზნესის განვითარების დირექტორი აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ-ს ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში 2013 წლის თებერვლამდე.

გიორგი ზაურის ძე გახარია დაიბადა 1975 წლის  19 მარტს — საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი. 2019 წლის 3 სექტემბერს პოლიტიკური პარტია ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, წარადგინა გიორგი გახარია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე.