მთავარი ახალი ამბები “გირჩი” და ჯარი, ირაკლი ღარიბაშვილის მწვავე განცხადება

“გირჩი” და ჯარი, ირაკლი ღარიბაშვილის მწვავე განცხადება

238
0

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამეტში სიტყვის გამოსვლისას, “გირჩზე” და ჯარში სავალდებულო სამსახურზე, განაცხადა:

„მინდა, გამოვყო ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ეს არის სავალდებულო სამხედრო სამსახური. ჩემთვის ეს, თუნდაც გარედან მაყურებლისთვის, იყო ძალიან მტკივნეული პროცესი. ის, რაც ამ ბოლო წლების განმავლობაში განვითარდა, ეს იყო პირდაპირი კატასტროფა, პირადაპირ ვიტყოდი, ტრაგედია ჩვენი ერისთვის. ვგულისხმობ პოლიტიკური მოძრაობის და ჩვენი ოპონენტების, „ნაცმოძრაობის“ და მათთან აფილირებული წევრების, ე.წ. გირჩის საქმიანობას. მოგეხსენებათ, ხდება პირდაპირი დეგრადაციის მცდელობა ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მომავალი თაობის, რაც არის ყოვლად დაუშვებელი. მე არ მოვერიდები და ყოველგვარი პოლიტკორექტულობის გარეშე მინდა აღვნიშნო, რომ ამ ორგანიზაციის, თუ სექტის საქმიანობა პირდაპირ ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ჯარის ძლიერებას ძირს უთხრის.

მჯერა, რომ ამაზე თქვენთან ერთად ვიმუშავებთ და ეს იქნება ერთ-ერთი პირველი ამოცანა და საზრუნავი ჩემი მინისტრობის, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში ეს საკითხი იქნება დარეგულირებული“.