მთავარი ახალი ამბები “თქვენ უკვე დაკარგეთ იმ 500000 ადამიანების ოჯახების ნდობა…”

“თქვენ უკვე დაკარგეთ იმ 500000 ადამიანების ოჯახების ნდობა…”

158
0

ორგანიზაცია “დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ” გამოეხმაურა პარლამეტში მთავრობის და სხვადასხვა ტეპუტატების გამოსვლებს. ორგანიზაცია საკმაოდ კრიტიკულ წერილს აქვეყნებს. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ორი დღეა ვუსმენ პარლამენტის სხდომებს და ცოტა არ იყოს გამაოგნა,პოზიციამ,ოპოზოციამ და ინაშვილის პარტიის წევრებმა.
ეტყობა ტრიბუნა და მიკროფონი აჟიტირებას ახდეს ყველა გამომსვლელზე. ავიწყდებათ სად ცხოვრობენ და როგორი სოციუმია მათ ირგვლივ. ყოველ წუთში ნაც
მოძრაობის გახსენება და მუდმივად აპელირება ყველა ცუდია და ჩვენ კარგები, საზოგადოება დაღალა.
მოვუწოდებ ყველა პარლამენტარს, დაასრულეთ თვალებში ნაცრის შეყრას მოსახლეობისათვის, სად არის მიღწევები,? სად არის დაპირებული აკრძალვები სათამაშო ბიზნესის? რომელ სამართლიანობაზეა ლაპარაკი, როცა სახელმწიფოს არაადეკვატურმა მიდგომამ სიცოცხლე მოუსწრაფა ჩვენს ახალგაზრდებს, ოჯახები დაუნგრია ახალგაზრდა წყვილებს და ერთადერთი საცხოვრისი დააკარგია ადამიანებს. სათამაშო ბიზნესის ლიცენზიების შეჩერება გქონდათ დასახული მიზნად როცა მოდიოდით, მაგრამ თქვენ მიეცით უფლება კიდევ მეტი ბუნაგი გახსნილიყო და მეტი ჩვენი მოქალაქეები დაეღუპათ.
თქვენ უკვე დაკარგეთ იმ 500000 ადამიანების ოჯახების ნდობა და თქვენ ამ ქმედებით გაწირეთ ქვეყანა და მისი მოსახლეობა.”