მთავარი ახალი ამბები “ნაცები პირველ რიგში საკუთარ თავში დაასრულეთ…”-ვატო შაქარაშვილი

“ნაცები პირველ რიგში საკუთარ თავში დაასრულეთ…”-ვატო შაქარაშვილი

106
0

ვატო შაქარაშვილი, გამოეხმაურა გიორგი გახარიას, სიტყვებს „ნაციონალურ მოძრაობის“ მიმართ – “არსად წასვლას არ ვაპირებ, მე თქვენ დაგასრულებთ, დაგასრულებთ საქართველოს მოსახლეობა და ამომრჩეველი”

“ნაცები პირველ რიგში საკუთარ თავში დაასრულეთ, პირდაპირი გაგებით, ინდივიდუალურ დონეზე და ფართო გაგებით პოლიტიკური გუნდის დონეზე.
ნაცების დამარცხება ჩინჩალაძე-მურუსიძე-მიქაუტაძესთან ერთად, პარლამენტში ოცნების მანდატიან ნაცებთან ერთად, ძალოვან სტრუქტურებში დაწინაურებულ ნაცებთან ერთად შეუსრულებელ მისიად დარჩება და სანამ ეს სტატუს კვო იქნება, ნება მომეცით არ დავიჯერო ამ უკვე დაგვიანებული დანაპირების…
აქვე, მეგობრულად და გულწრფელად შეგახსენებთ, რომ ჩვენი საზოგადოების დიდმა ნაწილმა, ღირსეულმა ხალხმა უკვე დიდი ხანია დაასრულა ნაცმოძრაობა, ჩვენ ნაცებზე მაშინაც კი გამარჯვებული ვიყავით, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და ჩვენს სისხლზე აღლუმებს აწყობდნენ!!!
გამარჯვებული ვიყავით მორალურად, ზნეობრივად, ადამიანურად!
ამ ხალხმა ნაცები დიდი ხანია დაასრულა,
ასე რომ მაპატიეთ და რაც არ უნდა კარგად გაყიდულიყო ეს “ომახიანი” დაპირება, ვფიქრობ ქართული ოცნებისთვის კონტრპროდუქტიულია, იმიტომ რომ 8 წლის თავზე ნაცების დასრულების ამოცანის აქტუალობა თქვენი ბრალია!” – განაცხადა ვატო შაქარაშვილმა.