მთავარი ახალი ამბები თბილისში მასშტაბური ველო მსველობა იგეგმება…

თბილისში მასშტაბური ველო მსველობა იგეგმება…

731
0

მსოფლიო და უკვე რამოდენიმე წელია საქართველო, 22 სექტემბერს, აღნიშნავს დღეს მანქანების გარეშე, რომელსაც ორგანიზებას უწევს “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის”  “ეკოლოგიკა”  და “ახალი საზოგადიება”  პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით,

 

ღონისძიების შესახებ უფრო ვრცლად:

22 სექტემბერს 10:00 სთ-ზე საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის, პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის მხარდაჭერით, ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ველომსვლელობას გამართავს, რომელიც იმართება ევროპის მობილობის კვირეულისა და „სუფთა ჰაერისთვის’’ კამპანიის ფარგლებში.

“მსოფლიო დღე ავტომობილის გარეშე” 2000 წელს დაარსდა ევროკომისიის მიერ და მას შემდეგ აქტიურად აღინიშნება ევროპასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. თბილისი მე-4 წელია უერთდება მსოფლიო კამპანიას, რაც მიზნად ისახავს გარემოზე ზრუნვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ველოსიპედისა და ფეხით სიარულის პოპულარიზაციას და მოქალაქეებში ეკო-ქცევის წახალისებას.

დამატებითი ინფორმაციისთვისთვის გთხოვთ იხილოთ ბმული: https://www.awarenessdays.com/awareness-days-calendar/world-car-free-day-2019/

დღის მთავარი მოწოდებაა – მოქალაქეებმა ერთი დღით თავი შეიკავონ პირადი ავტომობილით სარგებლობისგან, გადაადგილდნენ ფეხით ან გამოიყენონ ალტერნატიული და ჯანსაღი ტრანსპორტი – ველოსიპედი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სხვა.

ველოგარბენის მარშრუტი: უნივერსიტეტის ქ. #2, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-10 კორპუსის (ე.წ. მაღლივი) მიმდებარე ტერიტორიიდან, ქავთარაძის, ყაზბეგისა და პეკინის ქუჩების გავლით, მრბოლელთა ნაკადი შარტავას ქუჩაზე თბილისის მერიის წინ სკვერში დაასრულებს გარბენს. მარშრუტის დისტანცია დაახლოებით 6 კმ-ია.

გარბენის დასრულების შემდეგ დაჯილდოვდებიან საგზაო უსაფრთხოების ჩემპიონები სუფთა ჰაერისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში გამოირჩევიან ამ თემის მხარდაჭერით და ეფექტური ადვოკატირებით.

ღონისძიების თანამასპინძელი და საპატიო სტუმარია
გაეროს ელჩი საქართველოში ქალბატონი საბინა მახლი.
ველოგარბენში მონაწილეობას მიიღებენ საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორების, მედიის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები; ასევე სტუდენტები და სამოქალაქო აქტივისტები.

#MobilityWeek #WalkWithUs #WorldCarFreeDay #ForCleanAir #სუფთაჰაერისთვის

იხილეთ ფოტოები წინა წლის ველო მსველობიდან: