მთავარი ახალი ამბები „საქართველოს პენსიონერთა გაერთიანების“ ახალი ღონისძიება..

„საქართველოს პენსიონერთა გაერთიანების“ ახალი ღონისძიება..

125
0

„საქართველოს პენსიონერთა გაერთიანება“ დააფუძნების დღიდან აქტიურობით გამოირჩევა. შეგახსენებთ, მათი მიზანია, გააერთიანოს საპენსიო ასაკის ადამიანები, რომლებიც დაამუშავებენ სპეციალურ პროგრამებს და თავადვე განახორციელებენ მათ.

6 სექტემბერს ოგანიზაცია „საქართველოს პენსიონერთა გაერთიანებამ“ ხანძთელის ფონდის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, ერთი მშვენიერი და შთაბეჭდილებებით სავსე დღე აჩუქა საქართველოს პენსიონერთა გაერთიანებაში გაწევრიანებულ პენსიონერებს.

დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში ისინი ქაშუეთის მონასტერსა და სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვივნენ, სადაც საინტერესო და მრავალფეროვანი სანახაობა დახვდათ.დაათვალიერეს “არქეოლოგიური,ნუმიზმატიკური და შუა საუკუნეების საგანძური”,“ქვის ხანის საქართველო“,“საბჭოთა ოკუპაციის ამსახველი ექსპოზიცია“და ისიამოვნეს IMMAGICA – შთამბეჭდავი ვირტუალური მოგზაურობით დროში. დაღლილობისდა მიუხედავად სანახაობით აღფრთოვანებულებს მუზეუმის დატოვება არ სურდათ.

დღე “სახაჭაპურე #1”-ში დასრულდა, სადაც პენსიონრებმა მადისაღმძვრელი სადილის თანხლებით ერთმანეთს გაუზიარეს დღის განმავლობაში დაგროვილი შთაბეჭდილებები და მომავალი გეგმების შესახებ ისაუბრეს. თითოეული მათგანი სასიამოვნო ემოიციებით დამუხტული დაბრუნდა შინ, მიზანი კი მიღწეული იქნა – ეს დღე მათთვის ბედნიერ მოგონებად იქცა. აცხადებს “საქართველოს პენსიონერთა გაერთიანება”

„საქართველოს პენსიონერთა გაერთიანებაში“ საპენსიო ასაკის ადამიანების რეგისტრაცია ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, საპენსიო ასაკის მქონე პირს დასარეგისტრირებლად, შეუძლია ქვემოთ მითითებული სარეგისტრაციო ფორმის შევსება.

სარეგისტრაციაო ფორმა: shorturl.at/CHJ13 

იხილეთ ღონისძიების ამსახველი ფოტოები: