მთავარი ახალი ამბები “თბილისის მერი, ბატონი კახა, შრომობს, იღწვის, აკეთებს და მაინც არაფერს არ აკეთებს”…

“თბილისის მერი, ბატონი კახა, შრომობს, იღწვის, აკეთებს და მაინც არაფერს არ აკეთებს”…

207
0

არასამთავრობო ორგანიზაცია “დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ” სოციალურ ქსელში მერიის მისამართით განცხადებას ავცელებს.

ტექსტს გთავაზობთ უცვლელად:

“თბილისის მერი, ბატონი კახა, შრომობს, იღწვის, აკეთებს და მაინც არაფერს არ აკეთებს. შესანიშნავად აქვს თითოეული ნაბიჯი გათვლილი და იმიჯ დაყენებული, ქალაქის მაცხოვრებლებს “ლიდერბეთის” “აჭარა ბეთის” და “კრისტალ ბეთის”სტიკერებითან ერთად დაასეირნებს თეთრი ტაქსებით.
ბატონო მერო! ექვს თვეში თბილისის ბიუჯეთში შევიდა 35,481,ლარი,სათამაშო აპარატების მოსაკრებელი შეადგენს 21,024,4, სამორინეს მაგიდები 110800 ლარი, ხოლო წამახალისებელი ლატაროებიდან 3,377,2.
სათამაშო ბიზნესის რეკლამირება და გაპიარება რა უღირს ამ ბიზნესს, ინფორმაცია არ გვაქვს. მერია დუმს და ყველა სახემწიფო უწყება, ვისაც ეხებათ, ამიტომ ჩნდება კითხვები.
ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი დამახინჯებულია ბეთების სტიკერებით, მოგწონთ?”