მთავარი ახალი ამბები “#გამიყოლე” – ახალი ტაქსების ალტერნატივა გამოჩნდა…

“#გამიყოლე” – ახალი ტაქსების ალტერნატივა გამოჩნდა…

202
0

სოციალურ ქსელში, “ფეისბუქზე”  შეიქმნა ჯგუფი „გამიყოლე“, სადაც ადამიანები ერთმანეთს გადაადგილებაში სრულიად უსასყიდლოდ ეხმარებიან.

იდეის ავტორები, იდეის შესახებ:

“მოგეხსენებათ, რომ გარკვეული რეგულაციების გამო, ტაქსის ფასები საგრძნობლად გაიზარდა. ისიც მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დიდად ვერ ბრწყინავს.

ამიტომ, გაგვიჩნდა იდეა, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ.

მათ, ვისაც მანქანა ჰყავს, ადგილი და სურვილი აქვს, შეუძლიათ სხვა ადამიანები გაიყოლონ კონკრეტულ დანიშნულებამდე.

ამისათვის, შეგვიძლია ამ ჯგუფში უბრალოდ დავპოსტოთ ჩვენი ადგილმდებარეობები და მიმართულებები და დამთხვევის შემთხვევაში, ერთად ვიმგზავროთ.

გამოვიჩინოთ მეტი სოლიდარობა, მეტი ერთმანეთის გვერდით დგომა და მხარდაჭერა.”

#გამიყოლე

აღსანიშნავია მოსახლეობის აქტიურობა ჯგუფში. ამ წუთისთვის ჯგუფში 2183 წევრია