მთავარი ახალი ამბები დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მეუფე პეტრესთან დაპირისპირებას ადასტურებს..

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მეუფე პეტრესთან დაპირისპირებას ადასტურებს..

231
0

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრესთან დაპირისპირებას ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ მისთვის “არაკაცი” არ უწოდებია. აღნიშნულ საკითხზე ჯაღმაიძემ რადიო “პალიტრას” ეთერში, გადაცემა “შუადღის სტუდიაში” ისაუბრა და როგორც აღნიშნა, “მსგავსი სიტყვები მის ლექსიკაში არ არის”.

„არ მინდა სასულიერო პირებს შორის ურთიერთობა ასე საჯაროდ გამოვიტანო. ალბათ, შიგნით ვილაპარაკებთ. ერთს ვიტყვი, რომ ჩემს ლექსიკაში ასეთი სიტყვები არ არის, მე ეს არ მითქვამს, არის უბრალოდ ინტერპრეტაცია გამძაფრების მიზნით. უსიამოვნება, რა თქმა უნდა იყო, ამას ვაღიარებ, თუმცა რა საკითხზე, არ მინდა ამაზე საუბარი,” – განაცხადა საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გადაცემა „შუადღის სტუდიაში”.

შეგახსენებთ, რომ გარცელებული ინფორმაციით, ანდრია ჯაღმაიძემ მეუფე პეტრეს არაკაცი უწოდა. შემთხვევა შაბათს, ფოთის მიტროპოლიტ გრიგოლის დედის დაკრძალვაზე მოხდა.