მთავარი პოლიტიკა ორივე ეს ადამიანი საოკუპაციო ხაზთან დგას – ერთი უამრავ ფულს შოულობს..

ორივე ეს ადამიანი საოკუპაციო ხაზთან დგას – ერთი უამრავ ფულს შოულობს..

113
0

სოციალურ ქსელში, ვრცელდება წერილი, რომელიც ერთის მხრივ, მადლობას გამოხატავს სპეცრაზმელთა მიმართ და მეორეს მხრივს, მსახიობ დავით ქაცარავას ბრალს დებს სიცრუეში.

“ფეისბუქში” საკმაოდ დიდი გამოხმაურების გამო “მიამბე.ge”  გთავაზობთ უცვლელად ტექსტს:

“ფოტოზე 2 ადამიანია გამოსახული, ერთი სარეკლამო სახეა და ყველაფერი რაც აცვია და ყველაფერი რაც ხელში უკავია – სარეკლამო საქონელია და ამაში ფულს იღებს. მეორე კი რიგითი ქართველი სპეცრაზმელია, საშუალო ხელფასით და უმძიმესი სამუშაო პირობებით, უდიდესი პასუხისმგებლობით და სამშობლოს დიდი სიყვარულით.

ორივე ეს ადამიანი საოკუპაციო ხაზთან დგას – ერთი უამრავ ფულს შოულობს, თესავს ცრუ პანიკას, ემხრობა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ეგ საოკუპაციო ხაზი როკის გვირაბიდან თბილისამდე ჩამოიტანა და ბრძოლიდან გაიქცა, არასოდეს არსად არ უომია და ვითარების ესკალაციის შემთხვევაში ჩაჯდება საკუთარ ძვირიან მანქანაში და საკუთარ ფეშენებელურ სახლში დაიმალება.

მეორე ადამიანი კი საქართველოს პატრიოტია, მიუხედავად იმისა თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში – ის მზადაა გასწიროს სიცოცხლე ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ის დღედაღამ ფხიზლობს, არც ძვირიანი საათის, ტანსაცმლის ან ტელეფონის რეკლამაში უხდიან ფულს, არც რუს ბანკირებთან არ მეგობრობს, ჰყავს ოჯახი რომელსაც ყოველდღე ისე ემშვიდობება, თითქოს ბოლოჯერ ხედავდეს – რადგანაც იცის რომ ამის ძალიან დიდი ალბათობაა.

ეს ბიჭები უამრავ დაუმსახურებელ ლანძღვას ისმენენ, მაშინ როდესაც ქაცარავას და მის შპანას ლამის გმირებად მოიხსენიებენ. მათ სახელებს მხოლოდ მაშინ ვიგებთ როდესაც მტრის ტყვია მოხვდებათ, მანამდე არც მათი სახელი ვიცით არც გვარი და ვერც სახეზე ვერ ვცნობთ. გაუმარჯოთ ჩვენს უჩინარ გმირებს! გააზიარე და გადაუხადე მადლობა მათ!”

წყარო :